დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 459 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 23/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.022176 |
|
„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“ №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის მართვა“):
1. მე-3 მუხლის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) 2020 წლის 23 მაისიდან „იზოლაციისა და კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების დანართ №1-ითა და დანართ №2-ით განსაზღვრული დაწესებულებების, ხოლო 2020 წლის 23 მაისამდე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის №184 დადგენილების მე-2 მუხლის №1 და №2 დანართებით, ასევე 2020 წლის 18 აპრილამდე „საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 26 მარტის №01-126/ო და „საქართველოში ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შესაძლო შემთხვევების გავრცელების (ეპიდემია, პანდემია, ეპიდემიური აფეთქება) პრევენციისა და საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირების მზადყოფნისათვის, ე. წ. „ცხელების კლინიკებად“ განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 მარტის №01-136/ო ბრძანებებით განსაზღვრული დაწესებულებების მობილიზება დადგენილი წესით, სამინისტროს მითითების შესაბამისად;“;
ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვისთვის საჭირო საშუალებების/მომსახურების შესყიდვას, „ახალი კორონავირუსის შესაძლო შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 24 იანვრის №01-18/ო ბრძანებით შექმნილი საკოორდინაციო კომისიის (შემდგომში − საკოორდინაციო კომისია) გადაწყვეტილების შესაბამისად;“; გ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) ახალი კორონავირუსით საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და კონტროლის ღონისძიებებიდან გამომდინარე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ სარგებლობაში არსებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე ქონებაზე მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის აღჭურვისათვის/ფუნქციონირებისათვის განხორციელებულ ღონისძიებებზე გაწეული ხარჯის სუბსიდიით უზრუნველყოფას, არა უმეტეს 502 900 ლარისა;“; დ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის საჭირო ინდივიდუალური დაცვის სპეცაღჭურვილობის, სხვადასხვა სამედიცინო სახარჯი მასალის, კარტრიჯების, ტესტსისტემებისა და სამედიცინო დანიშნულების/ლაბორატორიული აღჭურვილობის შესყიდვას, ასევე, საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვისთვის საჭირო საშუალებების (მ. შ. სწრაფი მარტივი ტესტები) და/ან მომსახურების შესყიდვას. აგრეთვე ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის ცენტრის მიერ შესყიდული ან/და გადაცემული/მიღებული საქონლის ლოჯისტიკის უზრუნველყოფას, კერძოდ, ტესტების (მათ შორის, ცენტრალიზებულად შესყიდული) შესაბამის დაწესებულებებზე განაწილებას/გადაცემას და იდს-ების განაწილებას/გადაცემას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე;“; ე) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების მართვის (WB)“ განმახორციელებელი ჯგუფის (PIU) ფუნქციონირების უზრუნველყოფა, კერძოდ, სამინისტროს მიერ მომსახურების ხელშეკრულებით დასაქმებული PIU წევრების შრომის ანაზღაურება.“. 2. მე-4 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, იმ სამედიცინო დაწესებულებებს, რომელთა მობილიზებული საწოლების რაოდენობა:“. 3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“, „ზ“, ზ1“ და „კ“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სამინისტრო.“. 4. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 239,000.0 ათასი ლარით, მათ შორის: ა) პროგრამული კოდი: 27 03 03 11 01 − ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები − 127,650.0 ათასი ლარი (განმახორციელებელი − სამინისტრო); ბ) პროგრამული კოდი: 27 03 03 11 02 − ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვისთვის გასატარებელი ღონისძიებები − 89,000.0 ათასი ლარი (განმახორციელებელი − სააგენტო); გ) პროგრამული კოდი: 27 03 03 11 03 − ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) მართვის ხელშეწყობისთვის ცენტრის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები − 22,050.0 ათასი ლარი (განმახორციელებელი − ცენტრი); დ) პროგრამული კოდი: 27 03 03 11 04 − მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „COVID-19-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების მართვა (WB)“ – 300.0 ათასი ლარი (განმახორციელებელი − სამინისტრო).“. 5. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი: „9. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის ლოგისტიკასთან დაკავშირებული წესები და პირობები მტკიცდება ცენტრის დირექტორის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 10 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები