დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვარის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/07/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.166.016484 |
|
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვარის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილებები „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №5 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 23.01.2020, 010250050.35.166.016470) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის:
1. მე-4 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ე) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 2. მე-5 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ვ) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 3. მე-6 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ზ) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 4. მე-7 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ე) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 5. მე-8 მუხლის „ა.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ზ) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 6. მე-9 მუხლის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ე) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 7. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 8. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 9. მე-11 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) მკვეთრად გამოხატული შშმპ სტუდენტის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტის წლიური ლიმიტი განისაზღვროს 480 ლარით.“ 10. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ)ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 11. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები: „ზ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით ცნობა შშმ პირის სტატუსის შესახებ; „თ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამატებით ცნობა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში სწავლის შესახებ;“ 12. მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 13. მე-12 მუხლის „ე“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 14. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ვ) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 15. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლიდან მასზედ, რომ გარდაცვლილს არ ჰყავს პატრონი.“ 16. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. დროებითი საცხოვრებელის ქირის თანხით დაფინანსების ქვეპროგრამა ოჯახების ვისაც აქვს საცხოვრებლად უვარგისი ბინები, რომელში ცხოვრებაც საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან საერთოდ არ გააჩნიათ საცხოვრებელი, მათი უსაფრთხოების ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით მოხდეს დროებითი საცხოვრებლის ბინის ქირის თანხით დაფინანსება ყოველთვიურად 100 ლარის ფარგლებში. 1. ქვეპროგრამით მოსარგებლე სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: ა) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება მხოლოდ ერთი მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან; ბ) თუ ოჯახს არ გააჩნია მუდმივი განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი და ოჯახი შედგება ორი მშობლისა და 18 წლამდე ასაკის ერთი ან მეტი არასრულწლოვანი ბავშვისაგან და ერთერთი მშობელი არის შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად). გ) თუ ოჯახს აქვს საცხოვრებლად უვარგისი ბინ, რომელშიც ცხოვრებაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობა, რაც უნდა დადგინდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამუშაო ჯგუფის (კომისიის) მიერ; დ) თუ ოჯახი მრავალშვილიანია და არ გააჩნია მუდმივი განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილი; ე) თუ პირი ძალადობის მსხვერპლია; ვ) თუ 18-დან 21 წლამდე ასაკის პირი გასულია სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 1 წლის განმავლობაში და არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; ზ) თუ ოჯახი შედგება ერთი მარტოხელა 70 წელზე მეტი ხანდაზმულისგან და არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. 2. საცხოვრებელი ფართის ქირის თანადაფინანსების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: ა) განცხადება; ბ) განცხადების და ოჯახს სხვა წევრების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; დ) ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ე) თანხის მიმღები პირის საბანკო ანგარიშის ნომერი; ვ) ძალადობის მსხვერპლად ცნობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) ცნობა სახელმწიფო ზრუნვიდან გასვლის შესახებ; თ) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილისა და ქირით ცხოვრების შესახებ (გაცემული მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ); 17. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 18. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 19. მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 20. მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 21. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 22. 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“; 23. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ“ “. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები