„საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 30 დეკემბრის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

  • Word
„საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 30 დეკემბრის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ტრანსპორტის სამინისტრო
მიღების თარიღი 29/06/1999
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი
ძალის დაკარგვის თარიღი 20/01/2000
სარეგისტრაციო კოდი 180.012.003.647
  • Word
42
29/06/1999
180.012.003.647
„საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 30 დეკემბრის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
ტრანსპორტის სამინისტრო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი   180.012.003.647.

საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის

ბრძანება №42

1999 წლის 29  ივნისი

 ქ. თბილისი

"საქართველოს რკინიგზის 1999 საფრახტო წლის სატარიფო პოლიტიკის შესახებ" საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 30 დეკემბრის №91 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონის "სარკინიგზო ტრანსპორტის შესახებ" მე-6 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის 1998 წლის 30 დეკემბრის №91 ბრძანებით დამტკიცებულ "საქართველოს რკინიგზის სატარიფო პოლიტიკა 1999 საფრახტო წლისათვის" შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მუხლი 1.1. _ სიტყვების "წინამდებარე სატარიფო პოლიტიკის ცვლილებები საერთაშორისო გადაზიდვების განაკვეთებისა და დამატებითი ანაკრეფების გაზრდის შესახებ" შემდეგ დაემატოს სიტყვები "აშშ დოლარებში", შემდეგ როგრც ტექსტშია.

2. მუხლი 1.3-ს დაემატოს აბზაცი შემდეგი რედაქციით: "დასაშვებია სპეციალური ტარიფების დადგენა უშუალოდ აშშ დოლარებში".

3. მუხლი 1.4.-ს დაემატოს აბზაცი შემდეგი რედაქციით: "ტვირთის საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვისას ბათუმი-სადახლო, ფოთი-სადახლო, ბათუმი-გარდაბანი, ფოთი-გარდაბნის გავლით და უკუმიმართულებით და ნავთობისა და ნავთობპროდუქტების" საერთაშორისო გადაზიდვისას წლის ბოლომდე ძალაში დარჩეს ა/წ 30 ივნისისათვის მოქმედი სატარიფო განაკვეთები აშშ დოლარებში".

4. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნების დღიდან.

ვ. ლომაძე