„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 10
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/07/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/07/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 31/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.114.016438
10
22/07/2020
ვებგვერდი, 24/07/2020
010250000.35.114.016438
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №10

2020 წლის 22 ივლისი

დაბა ჩოხატაური

„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის გამოსაყენებელი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიაში  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა  საქმისწარმოებისთვის  გამოსაყენებელი დოკუმენტების  ფორმების  დამტკიცების შესახებ“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 თებერვლის N8 დადგენილებაში (სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.114.016387; ვებგვერდი - www.matsne.gov.ge: 16.02.18) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი N3 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით (თან ერთვის).
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაალ მამალაძე

დანართი 3

სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეული და გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი

1. სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმის წარმოებას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც  სამშენებლო საქმიანობაზე საჯარო ზედამხედველობის ორგანო, ახორციელებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით, რომელიც საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით” დადგენილი წესის შესაბამისად, ადგენს სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისთვის  გამოსაყენებელი დოკუმენტების  ფორმებს (მითითება, შემოწმება, უწყება).

2. სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების დროს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს კანონის „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის” XIV და XV თავებით    დადგენილი წესის შესაბამისად.

3. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამშენებლო სამართალდარღვევასთან დაკავშირებით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისას საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის საფუძველზე მომზადებული დოკუმენტაციის შესაბამისად, საქართველოს კანონით „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი” დადგენილი წესით და ფარგლებში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.