„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 2 ნოემბრის №01-26/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-89/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 04/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016782
01-89/ნ
04/08/2020
ვებგვერდი, 05/08/2020
470230000.22.035.016782
„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 2 ნოემბრის №01-26/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 2 ნოემბრის №01-26/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-89/ნ

2020 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 2 ნოემბრის №01-26/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველსაყოფად საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 2 ნოემბრის №01-26/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 02/11/2018; 470230000.22.035.016535) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებულ პირთა –დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, კერძო პირ(ებ)ისაგან საცხოვრებელი ფართ(ებ)ის შესყიდვის წესის“ მე-5 მუხლის:
1. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. კონკურსი უნდა გამოცხადდეს სამინისტროს (www.moh.gov.ge) ან/და სააგენტოს (www.idp.gov.ge) ოფიციალური ელექტრონული გვერდის საშუალებით, ასევე შესაძლებელია გამოცხადდეს სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ელექტრონული გვერდისა (www.procurement.gov.ge) და ნებისმიერი სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.“.

2. მე-10 და მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. კომისია გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებით პირობად მიიჩნევს საკონკურსო წინადადების დაბალ ფასს, უძრავი ქონების მიწოდების ვადას, სამუშაო გამოცდილებას, სააგენტოსთან არსებული სამართალურთიერთობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების დროულ შესრულებას, მისაწოდებელი უძრავი ქონების მოცულობას და/ან მეწარმის კეთილსინდისიერებას.

11. კომისიის გადაწყვეტილება ცხადდება სამინისტროს (www.moh.gov.ge) ან/და სააგენტოს (www.idp.gov.ge) ოფიციალური ელექტრონული გვერდის საშუალებით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე