სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედფინი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედფინი“-სთვის საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედფინი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედფინი“-სთვის საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 266
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 21/07/2020
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/07/2020
სარეგისტრაციო კოდი
266
21/07/2020
ვებგვერდი, 23/07/2020
სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედფინი“-ს ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედფინი“-სთვის საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება №266

2020 წლის 21 ივლისი

ქ.თბილისი

 

სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედფინის“  ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტისა და სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედფინისთვის“ საქმიანობის საგნის ცვლილებასა და გარდაქმნაზე თანხმობის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-2 პუნქტის, „მიკროსაფინასო ორგანიზაციის ლიკვიდაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 5 აპრილის №59/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებისა  და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 20 ივნისის  №91/04 ბრძანების საფუძველზე: 

1. მიეცეს თანხმობა  სს  ,,მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია კრედფინს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 400153276)  საქმიანობის საგნის ცვლილებასა და ისეთ მეწარმე-სუბიექტად გარდაქმნაზე, რომელიც არ ახორციელებს მიკროსაფინანსო საქმიანობას.

2. სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედფინში“  (საიდენტიფიკაციო ნომერი 400153276) შეწყდეს ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდეს მამუკა ვარდიაშვილი (პირადი ნომერი 01024005027);

3. ეს განკარგულება გაეგზავნოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრს და ადგილობრივი სისტემის ოპერატორს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია წარმოადგენდა ამ სისტემის მონაწილეს.

4. ეს განკარგულება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.

5. აღნიშნული განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6), მისი ოფიციალურად გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

6. ეს განკარგულება ამოქმედდეს მხარისათვის მისი გაცნობისთანავე.

არასაბანკო დაწესებულებების
ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი                            ირმა ბოკუჩავა