დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის ზოგადი პროცედურებისგან განსხვავებული დროებითი წესის განსაზღვრის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 591 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 04/08/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/08/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 080040030.22.027.017085 |
591
04/08/2020
ვებგვერდი, 04/08/2020
080040030.22.027.017085
პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის ზოგადი პროცედურებისგან განსხვავებული დროებითი წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
|
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
მსჯავრდებულებს, რომლებიც საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის ვადის ამოწურვის მიუხედავად, ვერ მოახერხებენ საქართველოში დაბრუნებას მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაც დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით, არ მოეთხოვებათ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრული საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს 2020 წლის 1 სექტემბრამდე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები