დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 454 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020010.10.003.022171 |
|
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 26/12/2019, 190020010.10.003.021668) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
იმ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, რომელთა მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვა ამ დადგენილების ამოქმედებამდე ექცეოდა „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილებით განსაზღვრულ რეგულაციებში, ამ დადგენილების ამოქმედების შემდეგ იხელმძღვანელონ „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №650 დადგენილების მოქმედი რედაქციით.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
„დანართი
|
“. 1 იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული CPV კოდის ფარგლებში ელექტრონული საშუალებით განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვის ღირებულება აღემატება 50 000 ლარს, ამ CPV კოდის ფარგლებში განსახორციელებელი შესყიდვა ექცევა ამ დადგენილებით განსაზღვრული პროცედურის ფარგლებში.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები