დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01–135 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480040000.22.030.016209 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
„დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 მაისის №01-74 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 03/05/2019, სარეგისტრაციო კოდი: 480040000.22.030.016194) დამტკიცებული დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის: |
ა)
მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული მოხელის უფრო მაღალი კატეგორიის/რანგის თანამდებობაზე გადაყვანისას, სავალდებულოა დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა.“; |
ბ)
მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნული მოხელის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად და როტაციის წესით სამუშაო მივლინებაში წარსაგზავნად, სავალდებულოა დიპლომატიურ სამსახურში დამწყები პროფესიული საჯარო მოხელეებისათვის სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა.“. |
2.
ამ ბრძანების მოქმედება ვრცელდება 2019 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით და შემდგომ, გამოსაცდელი ვადით დიპლომატიურ თანამდებობაზე დანიშნულ მოხელეებზე. |
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები