დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01–138 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480610000.22.030.016210 |
|
„საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №
158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საკონსულო დაწესებულების გახსნის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 9 ივლისის №
158 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 15/07/2013, სარეგისტრაციო კოდი: 480610000.22.030.016083) დამტკიცებულ საქართველოს საკონსულო დაწესებულების გახსნის წესსა და ტიპობრივ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს 61 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 61. ახალი საკონსულო დაწესებულების გახსნა 1. ახალი საკონსულო დაწესებულება მასზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას შეუდგება, მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების შემდეგ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებამდე, ახალი საკონსულო დაწესებულების ფუნქციების შესრულება ეკისრება: ა) შესაბამის ადგილსამყოფელ სახელმწიფოში არსებულ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმომადგენლობის არარსებობის შემთხვევაში, საკონსულო დეპარტამენტს, ან მესამე სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას საკონსულო თანამდებობის პირის მეშვეობით ან საკონსულო დაწესებულებას.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები