დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01–137 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480070000.22.030.016211 |
|
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №
01-111 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ’’
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესისა და ტიპობრივი დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2014 წლის 20 ივნისის №01-111 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 23/06/2014, სარეგისტრაციო კოდი: 480070000.22.030.016103) დამტკიცებულ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის წესსა და ტიპობრივ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს 31 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 31. ახლად დაარსებული წარმომადგენლობის მიერ საკონსულო ფუნქციების შესრულება 1. ახლად დაარსებული წარმომადგენლობა მასზე დაკისრებული საკონსულო ფუნქციების შესრულებას შეუდგება, მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების შემდეგ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებამდე, ახლად დაარსებული წარმომადგენლობის საკონსულო ფუნქციების შესრულება დაეკისრება: ა) იმ წარმომადგენლობას, რომელიც ახალი წარმომადგენლობის გახსნამდე იყო აკრედიტებული შესაბამის ადგილსამყოფელ სახელმწიფოში; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წარმომადგენლობის არარსებობის შემთხვევაში, საკონსულო დეპარტამენტს, ან მესამე სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას საკონსულო თანამდებობის პირის მეშვეობით ან საკონსულო დაწესებულებას.’’.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები