„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის ვადის, სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 452
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.022169
452
20/07/2020
ვებგვერდი, 20/07/2020
470000000.10.003.022169
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის ვადის, სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №452

2020 წლის 20 ივლისი

 ქ. თბილისი

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის ვადის, სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მომსახურების გაწევის ვადის, სახეების, საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/09/2015, 470000000.10.003.018854) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი მუხლის 31 და 32 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართის 135-ე, 136-ე და 137-ე პოზიციებით განსაზღვრული მომსახურების საფასური ერთჯერადად 10 პირისა და მეტის ტესტირების შემთხვევაში მცირდება 20%-ის ოდენობით.

32. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართის 138-ე პოზიციით განსაზღვრული მომსახურების საფასური ერთჯერადად 200 და მეტი უსიმპტომო პირის ტესტირების შემთხვევაში (ოთხი ან მეტი ნიმუშის პულირების მეთოდის გამოყენებით) მცირდება 50%-ის ოდენობით.“.

2. პირველი მუხლის 32 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33 და 34 პუნქტები:

„33. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართის 135-ე, 136-ე, 137-ე, 138-ე, 139-ე, 140-ე და 141-ე პოზიციებით განსაზღვრული ტესტირება უფასოა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში.

34. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული №1 დანართით განსაზღვრული მომსახურების საფასური ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდოლოგიების ვალიდაციასთან ერთად შესაძლებელია, დაექვემდებაროს ცვლილებას.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართი („კვლევები“) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია