დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | საჩხერის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/07/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.130.016381 |
|
„საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ივლისის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 22 ივლისის №21 დადგენილებაში (სსმ ვებგვერდი 24/07/2019წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.130.016351) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 7. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება, ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელება, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მომსახურება, ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური დაწესებულებების მართვა, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და ამ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია, უმუშევართა რეგისტრაცია, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა, უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა.“ ბ) დადგენილებით დამტკიცებულ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: 6. „მერის წარმომადგენლის უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მის მოვალეობას ასრულებს სპეციალისტი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.“
|
| მუხლი 2 |
ა) დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები