დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 443 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140080000.10.003.022160 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 24 იანვრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 25/01/2018, 140080000.10.003.020343) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა სამსახურის საშტატო ნუსხისა და სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დანართი №1
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ნუსხა სამსახურის საშტატო ნუსხისა და სტრუქტურული დანაყოფების მიხედვით
შენიშვნა: თანამდებობრივი სარგო იმ თანამშრომლისა, რომელიც „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამსახურს გადის სხვა შესაბამის დაწესებულებაში, შეადგენს 2100 ლარს.“.
2. „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის“ (დანართი №3) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №3
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კადრის, საკონტრაქტო-პროფესიული და გრძელვადიანი კონტრაქტის საფუძველზე საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხულ მოსამსახურეთა სარგოების ნუსხა სპეციალური წოდებისათვის
.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები