„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 444
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.022161
444
17/07/2020
ვებგვერდი, 20/07/2020
470000000.10.003.022161
„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №444

2020 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

 

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. №17.1 დანართის („პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“):

ა) მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სოფლის ერთი ექიმის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თვეში 750 ლარის ოდენობით;

ბ) ერთი ექთნის/ფერშლის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თვეში 555 ლარის ოდენობით.“;

ბ) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 106,700.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:

 

კომპონენტის დასახელება

ბიუჯეტი

(ათასი ლარი)

1

სასწრაფო სამედიცინო დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება

86,247.0

2

სოფლის ექიმი

20,453.0

2.1

პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად

20,125.1

2.2

შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება

327.9

 

სულ:

106,700.0

“.

2. დანართი №17.1.5 („შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება“) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №17.1.5

 

შიდა ქართლის სოფლების ამბულატორიული ქსელის ხელშეწყობა და განვითარება

 

დაწესებულება

თვის ბიუჯეტი (ლარი)

შპს „შიდა ქართლის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი“

იანვარი

28,569

თებერვალი

28,569

მარტი

28,569

აპრილი

27,074

მაისი

25,054

ივნისი

25,054

ივლისი

26,554

აგვისტო

26,554

სექტემბერი

26,554

ოქტომბერი

26,554

ნოემბერი

28,574

დეკემბერი

30,169.“.

 

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2020 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია