დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 447 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010110020.10.003.022164 |
|
„მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2015, 010110020.10.003.019058) შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებითა და მე-3 პუნქტის შესაბამისად და მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდეს თანდართული „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხა და ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარე დასახლებების ნუსხა“.“. 2. დადგენილებით დამტკიცებულ „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას“: ა) 13.244 გრაფის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 13.245 − 13.279 გრაფები:
ბ) 14.87 გრაფის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 14.88 გრაფა:
გ) 17.24 გრაფის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 17.25 და 17.26 გრაფები:
დ) 22.49 გრაფის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22.50 – 22.58 გრაფები:
ე) 26.51 გრაფის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 26.52 – 26.62 გრაფები:
ვ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 45-ე გრაფა:
3. დადგენილებით დამტკიცებული „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის“ შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარე დასახლებების ნუსხა“:
ზღვის დონიდან 2000 მეტრის სიმაღლეზე ან მის ზევით მდებარე დასახლებების ნუსხა
|
| მუხლი 2 |
პირი, რომელსაც ამ დადგენილების საფუძველზე მიენიჭება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით ისარგებლებს ამ სტატუსის მინიჭების თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები