„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/07/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/07/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2021
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016461
16
16/07/2020
ვებგვერდი, 20/07/2020
190040000.35.169.016461
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2020 წლის 17 ივლისი

ქ. დედოფლისწყარო

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №23 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 20 დეკემბრის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 27.12.2019 წ, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016445) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-9 მუხლის მე-17 პუნქტს დაემატოსქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ცნობა ა(ა)იპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრიდან იმ 18 წლამდე ასაკის სპორტსმენის ტრამვირების შესახებ, რომელიც რეგისტრირებულია ამავე ცენტრის ბაზაზე არსებულ სპორტულ წრეებზე და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო სპორტულ ვარჯიშზე, შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე მონაწილეობის დროს (აქტთან ერთად).“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-11 მუხლის 1-ელ პუნქტს დაემატოსქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) 18 წლამდე ასაკის სპორტსმენის ტრამვირებისას, სპორტულ ვარჯიშზე, შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში გეგმიური, მწვავე, სტაციონარული მკურნალობა, მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია და 100 (ასი) ლარზე მეტი ღირებულების კვლევების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ფაქტობრივად გაწეული მკურნალობის შესახებ წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი, კალკულაცია ან სხვა) მითითებული თანხის პროპორციულად:

300 ლარამდე – გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%;

300 ლარიდან ზევით – 300 ლარს დამატებული 301 ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.“

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განმეორებით (ერთი წლის განმავლობაში ორჯერ) მომართვისას 0-დან 6 წლის ასაკის ბავშვებისა, ონკოლოგიური ავადმყოფებისა და ტრამვირებული 18 წლამდე ასაკის სპორტსმენის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროპორციების გათვალისწინების გარეშე ფინანსურ დოკუმენტში მითითებული თანხის შესაბამისად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.“

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„4. თანადაფინანსება მოხდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფების პროცენტის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის სახელმწიფო ჯანდაცვის დეპარტამენტის ე. წ. „მიმართვა“-ში მითითებული თანხიდან გამომდინარე, გარდა 0-დან 6 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, ონკოლოგიური პაციენტებისა და სპორტულ ვარჯიშზე, შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე ტრამვირებული 18 წლამდე ასაკის სპორტსმენის შემთხვევაში.“

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„5. დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება თუ მოქალაქე განცხადებით მომართვის პერიოდში რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლები. აღნიშნული მოთხოვნა არ გაითვალისწინება 0-დან 6 წლის ჩათვლით ბავშვების, ონკოლოგიური პაციენტებისა და სპორტულ ვარჯიშზე, შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე ტრამვირებული 18 წლამდე ასაკის სპორტსმენის შემთხვევაში.“

6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით დანართის შესაბამისად (დანართი თან ერთვის).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი



დანართი

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2020 წლის პროგრამის ბიუჯეტი

 


დასახელება

სოციალური დახმარების

მოცულობა (ლარი)

ერთ  ბენეფიციარზე  ან ოჯახზე

სულ

I

1.   უფასო კვების ობიექტის დაფინანსება

 

255 600

II

2.   სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება

300 ლარი

2 300

III

3. სუბსიდია - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში.

 

52 000

IV

4.   სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება

 

359 400

ა) მშშს, შშს მქონე არასრულწლოვან  ბავშვთა, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა, მარტოხელა მშობელთა, მრავალშვილიან მშობელთა (ერთი, ორი ან სამი არასრულწლოვანი ბავშვით მათ შორის გერი შვილ(ებ)ი), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულისა  და მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახთა ყოველთვიური ფულადი დახმარება, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად.

18 ან 22 ლარი ყოველთვიურად

44 400 

ბ)   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი

1000 ლარი ერთჯერადად

11 000

გ)  მეორე მსოფლიო ომის მონაწილე

250 ლარი ერთჯერადად

750

დ) ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს

63.16 ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო  გადასახადის ჩათვლით)

18 000

ე)  100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული  მოქალაქე

300 ლარი ერთჯერადად

900

ვ)   ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი

(2019  წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

300  ლარი     ერთჯერადად

58 000

ზ)   ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე

100 ლარი

ყოველთვიურად

14 000

თ)   მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი (მათ შორის გერი შვილ(ებ)ი) და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი

თითოეულ ბავშვზე 50 ლარი ერთჯერადად

15 000

ი)    სამედიცინო მომსახურების  დაფინანსება ან თანადაფინანსება   (2019  წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

500 ლარამდე

 

110 350

კ)   სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა

100 ლარი ერთჯერადად

80 000

ლ)   აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახი

500 ლარი ერთჯერადად

7 000

სულ:

669 300