„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 583
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 16/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2020
ძალაში შესვლის თარიღი 16/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.017077
583
16/07/2020
ვებგვერდი, 16/07/2020
010130000.22.027.017077
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №583

2020 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.07.2011, სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.016165) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ იმ მისამართზე, რომელზეც განთავსებულია ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნული ფართი და რომელიც მითითებულია სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში ან  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) სამისამართო რეესტრში, აგრეთვე იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნული შენობა-ნაგებობა.“;

ბ) პირველი პუნქტის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11  და 12 პუნქტები:

„1 1. რეგისტრაცია არ შეიძლება განხორციელდეს მისამართზე, რომლის სისწორეც არ დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ან წერილობითი ფორმით მოწოდებული ინფორმაციით.

1 2. რეგისტრაცია არ შეიძლება განხორციელდეს მისამართზე, თუ ამ მისამართზე დასარეგისტრირებელი თითოეული პირისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართი 5 კვ.მ-ზე ნაკლებია. ეს კრიტერიუმი არ გამოიყენება ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციის შემთხვევაში.“;

გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრირდება განცხადება-ანკეტაში მითითებულ მისამართზე მშობლების, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. თუ კანონიერი წარმომადგენელი რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის რეგისტრაცია ხორციელდება კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით (რომელიც მითითებულია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში). იმ შემთხვევაში, თუ კანონიერი წარმომადგენლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის იდენტიფიცირება შეუძლებელია, 18 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი რეგისტრაციას გაივლის მისამართის მითითების გარეშე. აღნიშნულ შემთხვევებში პირის რეგისტრაციისათვის მშობლების, მეურვის, მზრუნველის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა, ასევე საცხოვრისის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან კონკრეტულ მისამართზე ცხოვრების ფაქტის ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ დადასტურება სავალდებულო არ არის. თუ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი არ არის რეგისტრირებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, არასრულწლოვანი პირის რეგისტრაცია ხორციელდება მისამართის მითითების გარეშე, რომლის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილიც არ მიეთითება განცხადება-ანკეტასა და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.“.

2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელმა უნდა წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტისა. იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული პირი ითხოვს მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას, მან სააგენტოს ნათლად უნდა მიუთითოს მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის მიზეზების შესახებ და წარმოადგინოს სათანადო დასაბუთება ან/და მტკიცებულებები. განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძვლების/მიზეზების გადასამოწმებლად სააგენტო უფლებამოსილია დაათვალიეროს საცხოვრებლად მითითებული ადგილი ანდა სხვა წყაროებიდან მოიპოვოს ინფორმაცია.“.

4. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 1 პუნქტი:

„1 1. პირის რეგისტრაციის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული სამსახური უფლებამოსილია სხვა წყაროებიდან მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია ან/და დაათვალიეროს ის საცხოვრებელი ადგილი, სადაც მოთხოვნილია რეგისტრაცია, რის შესახებაც დგება შესაბამისი ოქმი.“.

5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 15. რეგისტრაციის ვადები

1. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი განცხადების წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში, რეგისტრაციაში ატარებენ:

ა) მესაკუთრეს და მესაკუთრის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე (მათ შორის არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი), შვილები, ნაშვილები, მშვილებელი, ნაშვილებისა და მშვილებლის მეუღლე (მათ შორის არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი),  შვილიშვილები, შვილიშვილის შვილები, შვილების, შვილიშვილებისა და შვილიშვილის შვილების მეუღლეები (მათ შორის არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი), ბებია, პაპა, და ან ძმა და მათი მეუღლეები (მათ შორის არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი), და-ძმის შვილები, შვილიშვილები და შვილიშვილის შვილები, ასევე ამ უკანასკნელთა მეუღლეები (მათ შორის არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფი), მეურვე, მზრუნველი ან სხვა ნათესავი (მაგალითად, დეიდა, მამიდა, ბიძა, ბიცოლა და სხვ.);

ბ) პირებს, რომლებიც მოხსნილი არიან რეგისტრაციიდან (გარდა მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ვადის გასვლის შემთხვევისა) ან რომელთა რეგისტრაცია ძალადაკარგულად/ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს მიერ;

გ) პირებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ მისამართის მითითების გარეშე და რომელთა პირადობის ელექტრონული მოწმობა შეჩერებულია რეგისტრაციის მოქმედების ვადის გასვლის გამო, და რეგისტრაციას გაივლიან კონკრეტულ მისამართზე ამ წესის შესაბამისად;

დ) „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქართველოში მცხოვრებ უცხოელს;

ე) პირებს, რომლებიც პირველად გაივლიან მისამართზე რეგისტრაციას ამ წესის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების გარდა, პირის  მისამართზე რეგისტრაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი განცხადების წარდგენიდან არაუმეტეს 1 თვის ვადაში.

3. პირის რეგისტრაციაში გატარებისა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების ერთდროულად მიმდინარეობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ხორციელდება პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის გათვალისწინებულ ვადაში.

4.  ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები უფლებამოსილი არიან გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 15 სამუშაო დღისა, გააგრძელონ რეგისტრაციის ვადა, თუ ვადის გაგრძელება აუცილებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების დადგენა/დაზუსტებისათვის, მოქალაქეობის დადგენის, ამ ბრძანების მე-13 მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად ან/და რეგისტრაციისათვის აუცილებელი სხვა საკითხის გადაწყვეტისათვის. ვადის გაგრძელების თაობაზე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას.“.

6. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 17. რეგისტრაციის ადგილის დაზუსტება

1. თუ, დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო, დასახლებაში ან მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირების მისამართს (რეგისტრაციის ადგილს) წარმოადგენს დასახლება ან მუნიციპალიტეტი და არა – კონკრეტული სახლი, შესაბამის დასახლებაში ან მუნიციპალიტეტში დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების ან/და ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში სააგენტოს მიერ ხდება მათი მისამართების დაზუსტება (კონკრეტული სახლის მითითებით).

2. თუ, დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო, მრავალბინიან სახლში მცხოვრები პირების მისამართს (რეგისტრაციის ადგილს) წარმოადგენს მრავალბინიანი სახლი და არა – კონკრეტული ბინა, შესაბამის მრავალბინიან სახლში დამისამართების სისტემის მოწესრიგების (ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში სააგენტოს მიერ ხდება მათი მისამართის დაზუსტება (კონკრეტული ბინის მითითებით).

3. თუ, დამისამართების მოუწესრიგებელი სისტემის გამო, ერთსა და იმავე ქუჩაზე მდებარე ორ ან მეტ სახლს ან/და მრავალბინიან სახლს, ასევე ერთ მრავალბინიან სახლში მდებარე ორ ან მეტ ბინას, აქვს იდენტური ნუმერაცია, შესაბამისი სახლების/ბინების დამისამართების სისტემის მოწესრიგების (სახლების/ ბინების ნუმერაციის განსაზღვრის) შემთხვევაში, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ხდება ამ სახლებში/ბინებში მცხოვრები პირების მისამართის დაზუსტება (კონკრეტული სახლის/ბინის მითითებით).

4. თუ პირს სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ან/და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში განსაზღვრული აქვს არასრული მისამართი ან/და მისამართი, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით აღარ არსებობს, და შესაძლებელია მისამართის სრულად იდენტიფიცირება, სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში სააგენტოს მიერ ხდება სრული/სწორი მისამართის შესახებ ჩანაწერის შესრულება.

5. მისამართის დაზუსტება შესაძლებელია, თუ არსებობს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება მისამართის ან მისამართის რომელიმე კომპონენტის ცვლილების თაობაზე, ან/და თუ მისამართის შესახებ ჩანაწერი შეტანილია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრში.

6. მისამართის დაზუსტება შეიძლება განხორციელდეს:

ა) მუნიციპალიტეტის  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;

ბ) მრავალბინიანი სახლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე – მხოლოდ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

გ) დამისამართების სისტემის მოწესრიგებისათვის სხვადასხვა საველე ან/და პრაქტიკული სამუშაოების განმახორციელებელი იმ ორგანიზაციის, დაწესებულების ან უშუალოდ ამ სამუშაოების განმახორციელებელი პირის (პირთა ჯგუფის) მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც შესაბამის სამუშაოს აწარმოებს სააგენტოსთან თანამშრომლობის საფუძველზე ან სააგენტოს მონაწილეობით განხორციელებული შესაბამისი პროექტის ფარგლებში.

7. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში მისამართის დაზუსტება არ წარმოშობს პირისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის ვალდებულებას.“.

7. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) თუ რეგისტრაციის ადგილის დაზუსტების მიზნით ამ წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების მიუხედავად, პირი ვერ იქნება იდენტიფიცირებული კონკრეტულ მისამართზე;“;

ბ) კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:

„ლ) თუ ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების გაგზავნიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში პირმა სააგენტოში არ წამოადგინა პასუხი და ამავდროულად წარმოებით არ დგინდება მისამართზე მისი ცხოვრების ფაქტი.“.

8. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) შესაბამისი შენობა-ნაგებობის დემონტაჟის, დაზიანების ან მსგავსი გარემოების (რის გამოც შეუძლებელია შენობა-ნაგებობის საცხოვრებლად გამოყენება) შესახებ, მუნიციპალიტეტის მერიის ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ან სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის შეტყობინების საფუძველზე, აღნიშნული გარემოების დადგომიდან 6 თვის გასვლისთანავე, თუ შეტყობინება გამოგზავნილ იქნა გარემოების დადგომიდან 6 თვის გასვლის შემდეგ – შეტყობინების მიღებისთანავე, ხოლო თუ გარემოების დადგომის თარიღი უცნობია,-  შეტყობინების მიღებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ.“.

9. 51-ე მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის:

ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„გ) შეუძლებელია პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართის იდენტიფიცირება (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ან წერილობითი ფორმით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მისამართი დასაზუსტებელია ან არ ფიქსირდება  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრში ან  სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში და შეუძლებელია მისი დამატება, ან შესაბამის რეესტრში ან/და სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში ასახვის მიუხედავად, მისამართი ფაქტობრივად აღარ არსებობს), აგრეთვე, თუ პირი ითხოვს რეგისტრაციას ისეთ მისამართზე, რომელიც არ შეესაბამება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს;“;

ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ 1“ ქვეპუნქტი:

„გ 1) რეგისტრაცია არ შეიძლება განხორციელდეს მისამართზე, თუ ამ მისამართზე დასარეგისტრირებელი თითოეული პირისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართი 5 კვ.მ-ზე ნაკლებია. ეს კრიტერიუმი არ გამოიყენება ამ წესის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის რეგისტრაციის შემთხვევაში.“;

ბ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„გ) შეუძლებელია პირის საცხოვრებელი ადგილის მისამართის იდენტიფიცირება (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ან წერილობითი ფორმით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, მისამართი დასაზუსტებელია ან არ ფიქსირდება  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრში ან სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში და შეუძლებელია მისი დამატება, ან შესაბამის რეესტრში ან/და სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში ასახვის მიუხედავად, მისამართი ფაქტობრივად აღარ არსებობს), აგრეთვე, თუ პირი ითხოვს რეგისტრაციას ისეთ მისამართზე, რომელიც არ შეესაბამება ამ წესის მე-7 მუხლის პირველ პუნქტით გათვალისწინებულ პირობებს.“.

მუხლი 2
ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარდგენილ განცხადებებს სააგენტო იხილავს და გადაწყვეტილებებს იღებს ამავე ბრძანებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 16 ივლისიდან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი