„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სეტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სეტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 82/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 17/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017941
82/ნ
17/07/2020
ვებგვერდი, 17/07/2020
040030000.22.022.017941
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სეტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სეტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №82/ნ

2020 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის  განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის  განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2018 წლის 5 ივლისის (№3024-რს) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-8 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის გზით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 14 სექტემბრის №89/ნ ბრძანებაში (სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, სსმ, №117, 15/09/2010) და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების“:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების სამსახური“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური“;

დ) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) საზოგადოებასთან ურთიერთობის და საორგანიზაციო სამმართველო.“.

2. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ეფექტიანად განსახორციელებლად ცენტრის დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურთან თანამშრომლობა;“.

3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ფუნქციებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა, წარმოადგენს:

ა) მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესების განხორციელება, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების სანდოობისა და მისი შედეგების საჯაროობის უზრუნველყოფა;

ბ) უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხორციელება (მათ შორის საზღვარგარეთ) და ამ მექანიზმების განვითარება ბოლონიის პროცესის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების, მათ შორის, უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) მოთხოვნების შესაბამისად;

გ) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების განვითარების მიზნით, საერთაშორისო ექსპერტებთან, ორგანიზაციებთან და უცხოურ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებთან თანამშრომლობა, რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი წინადადებების წარდგენა ცენტრის დირექტორისათვის;

დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსების მართვა და განვითარება, მათ შორის, ავტორიზაციის, ასევე დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პროცესებში საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობის ხელშეწყობა;

ე) ექსპერტთა საქმიანობის შეფასების პროცესის მართვა და განხორციელება, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დირექტორისათვის წარდგენა;

ვ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, მონიტორინგის განხორციელება;

ზ)  უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სამუშაო შეხვედრების ჩატარება;

თ) უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული, ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტებისთვის, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის და სააპელაციო საბჭოების წევრებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის განმავითარებელი ღონისძიებების (ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები და სხვა) დაგეგმვა და განხორციელება;

ი) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოების მომზადების პროცესის მხარდაჭერა;

კ) შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოური ორგანიზაციის მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის მინიჭებული აკრედიტაციის აღიარების პროცესის ადმინისტრირება;

ლ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შედგენილ სპეციალურ ანკეტა-კითხვარში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების  მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს ინფორმაციით უზრუნველყოფა.“.

4. მე-8 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების სტანდარტებისა და პროცედურების განვითარების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი წინადადებების წარდგენა ცენტრის დირექტორისათვის;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა და პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების მიზნით შექმნილი ექსპერტთა კორპუსის მართვა და განვითარება;“;

გ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) პროფესიული განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული, ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრების, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების მიზნით შექნილი საბჭოს და სააპელაციო საბჭოს წევრებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისათვის განმავითარებელი ღონისძიებების (ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები და სხვა) დაგეგმვა და განხორციელება;

ე) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ-რ“ ქვეპუნქტები:

„ლ) პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოების მომზადების პროცესის მხარდაჭერა;

მ) პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, ავტორიზაციის, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების საკითხებთან დაკავშირებით საგანმანათლებლო  დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სამუშაო შეხვედრების ჩატარება;

ნ) არაფორმალური განათლების აღიარების მეთოდოლოგიის შემუშავება;

ო) პროფესიული განათლების ფარგლებში არაფორმალური განათლების აღიარების უფლების მოპოვების პროცესის ადმინისტრირება;

პ) პროფესიული განათლების ფარგლებში არაფორმალური განათლების აღიარების პროცესის მონიტორინგი;

ჟ) პროფესიული განათლების ფარგლებში არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტთა სერტიფიცირების პროცესის ადმინისტრირება და კონსულტანტთა რეესტრის წარმოება;

რ) ექსპერტთა საქმიანობის შეფასების პროცესის მართვა და განხორციელება, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დირექტორისათვის წარდგენა.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ავტორიზაციისა და აკრედიტაციის  სტანდარტების/პროცედურების განვითარების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი წინადადებების წარდგენა ცენტრის დირექტორისათვის;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის სამუშაო შეხვედრების ჩატარება;“;

გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ-ი“ ქვეპუნქტები:

ზ) ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული, ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის წევრების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის/საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის და  სააპელაციო საბჭოების წევრებისთვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისათვის განმავითარებელი ღონისძიებების (ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები და სხვა) დაგეგმვა და განხორციელება;

თ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის რეკომენდაციებისა და სახელმძღვანელოების მომზადების პროცესის მხარდაჭერა;

ი) ექსპერტთა საქმიანობის შეფასების პროცესის მართვა და განხორციელება, შესაბამისი წინადადებების შემუშავება და დირექტორისათვის წარდგენა.“.

6. მე-11 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 12. საგანმანათლებლო სერვისების განვითარების სამსახური

საგანმანათლებლო სერვისების განვითარების სამსახურის ფუნქციებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა, წარმოადგენს:

ა) ევროპული საინფორმაციო ცენტრებისა და ეროვნული აკადემიური აღიარების საინფორმაციო ქსელთან (ENIC/NARIC Network) კომუნიკაცია და კოორდინაცია;

ბ) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტების, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაცემული დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების/ლეგალიზაციის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის მიწოდება;

გ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცესის განხორციელება;

დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისათვის/განმცხადებლებისათვის კონსულტაციების გაწევა;

ე) საერთაშორისო დაცვის მქონე პირების მიერ მიღებული განათლების აღიარების პროცესის განხორციელება;

ვ) საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების პროცესების განხორციელება;

ზ) საქართველოში მიღებული განათლების აღიარების პროცესების განხორციელება;

თ) უმაღლესი/პროფესიული განათლების შესახებ კანონებით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;  

ი) შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების პროცესის განხორციელება;

კ) განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების ნიმუშების (პროექტები) ენობრივი სისწორის შემოწმება.“.

8. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების სამსახური

ადამიანური რესურსების მართვის და საქმისწარმოების სამსახურის ფუნქციებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა, წარმოადგენს:

ა) ცენტრის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა საქართველოს კანონმდებლობისა და ცენტრის შიდა საქმიანობის მარეგულირებელი აქტებით დადგენილი წესით;

ბ) ადამიანური რესურსების მოზიდვისა და შერჩევის პროცესის ორგანიზება, შრომითი ურთიერთობის წარმოშობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაფორმება;

გ) თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების შემუშავება და განვითარება;

დ) თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მოტივაციის სისტემის დანერგვა და განვითარება;

ე) თანამშრომელთა პროფესიული განვითარების საჭიროების კვლევა და პროფესიული განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება;

ვ) თანამშრომელთა კორპორატიული  კულტურის განვითარების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება;

ზ) თანამშრომელთა პირადი საქმეების ადმინისტრირება;

თ) თანამშრომელთა შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა და სათანადო დოკუმენტაციის ადმინისტრირება;

ი) სტაჟირების პროცესის ორგანიზება და წარმართვა;

კ) თანამშრომელთა მიერ ცენტრის შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში;

ლ) თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება კომპეტენციის ფარგლებში;

მ) თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევა;

ნ) საქმისწარმოებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ცენტრის შიდა საქმიანობის მარეგულირებელი აქტების შესაბამისად;

ო) ცენტრის საქმისწარმოების მონიტორინგი და კომპეტენციის ფარგლებში სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურებისათვის რეაგირების მიზნით;

პ) ცენტრის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად საარქივოდ მომზადებული დოკუმენტაციის შემოწმება და ჩაბარება, არქივში დაცული მასალების გაცნობისა და ასლების გაცემის უზრუნველყოფა;

ჟ) ცენტრის ელექტრონული ფოსტის ადმინისტრირება.“.

9. მე-15 მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. დაგეგმვის, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

დაგეგმვისა, კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ფუნქციებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა, წარმოადგენს:

ა) ცენტრში მიმდინარე სამუშაო პროცესების შიდა ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება;

ბ) ცენტრის სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების განვითარება, განახლება და მათი შესრულების მონიტორინგი;

გ) ცენტრში მართვის ახალი მეთოდების და ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, წინადადებების შემუშავება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;

დ) ცენტრის სამუშაო პროცესებისა და პროცედურების ეფექტურობისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა და ამ მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ე) ცენტრის საქმიანობის შესახებ ანგარიშების შემუშავების წესის განსაზღვრა და ანგარიშების  მომზადების კოორდინაცია;

ვ) ცენტრის ორგანიზაციულ განვითარებასთან დაკავშირებული პროექტებისა და პროგრამებისათვის დონორებისა და ფონდების მოძიება/მოზიდვა;

ზ) ცენტრის ორგანიზაციულ განვითარებასთან დაკავშირებული შესაბამისი პროექტების/პროგრამების მართვა და კოორდინაცია;

თ)  საჭიროებისამებრ, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთნ კოორდინაციით, ცენტრის მიერ განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების მიზანშეწონილობის ანალიზი, შესაბამისი განაცხადების მომზადების პროცესის კოორდინირება და განსახორციელებელი პროექტების/პროგრამების მართვა/კოორდინაცია;

ი) დაინტერესებული მხარეების მიერ ცენტრის სერვისების შეფასების მექანიზმების შემუშავება, განხორციელება და ანალიზი;

კ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის გარე მექანიზმების განხორციელებასთან დაკავშირებული კვლევების (თემატური ანალიზი) საჭიროების დადგენა, ცენტრის დირექტორთან შეთანხმებით კვლევების ინიცირება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ლ) საკოორდინაციო საბჭოს მუშაობის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;

მ) ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების და განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დაგეგმვა, განხორციელება და კოორდინაცია;

ნ) საქართველოში ბოლონიის პროცესის კოორდინირება/მონიტორინგი და მისი ხელშეწყობის მიზნით, ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროსთან თანამშრომლობა;

ო) ცენტრის სხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლობის კოორდინაცია საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან;

პ) ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული საერთაშორისო შეფასების პროცესების კოორდინაცია;

ჟ) ცენტრის სტრატეგიის შესაბამისად საერთაშორისო ორგანიზაციებში/ასოციაციებში/ქსელებში ცენტრის გაწევრიანების პროცესის წარმართვა და მათთან თანამშრომლობის კოორდინაცია;

რ) საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების რეკომენდაციების საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში გავრცელების მიზნით, ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და მათი განხორციელების გზების დასახვა;

ს) ევროინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, განათლების სფეროში შესაბამისი ცვლილებების გახორციელებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების განხორციელების მონიტორინგის პროცესის ხელშეწყობა;

ტ) ევროკავშირისა  და  განათლების  სფეროში  მისი  პოლიტიკის  შესახებ  ცნობიერების  ამაღლებისაკენ  მიმართული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

უ) საერთაშორისო ინსტიტუციური და პროგრამული შეფასების განხორციელების მიზნით, დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა და მათთან კომუნიკაცია.“.

11. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 21. საზოგადოებასთან ურთიერთობის და საორგანიზაციო სამმართველო

საზოგადოებასთან ურთიერთობის და საორგანიზაციო სამმართველოს ფუნქციებს, გარდა ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციებისა, წარმოადგენს:

ა) ცენტრის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება;

ბ) ცენტრის ბრენდის მახასიათებლების განვითარება და ამ მიზნით იდეების გენერირება/მოგროვება, მათი ანალიზი და განხორციელების ორგანიზება;

გ) ცენტრის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება;

დ) ცენტრისა და ცენტრის ცალკეული სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი ღონისძიებების ეფექტიანად განსახორციელებლად ცენტრის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა, საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფის მიზნით;

ე) ცენტრის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მასმედიასთან კომუნიკაციის,  ცენტრთან  და  ცენტრის  საქმიანობასთან დაკავშირებით  ინფორმაციის გაცემის პროცესის ორგანიზება;

ვ) მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების ორგანიზება;

ზ) ცხელი ხაზის ადმინისტრირება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრიმიხეილ ჩხენკელი