დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60-81 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 16/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.101.016750 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-1 დადგენილებაში (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 28/01/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.101.016675) და დადგენილების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“; ბ) პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს, მასთან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების სამსახურის შერწყმის შედეგად, ეწოდოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო. მუხლი 2 დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დებულება დანართის შესაბამისად.“; გ) მე-3 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოსა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების სამსახურის უფლებამონაცვლეს“. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარების სამსახურის დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის №52-2 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის 16 ივლისიდან.
|
|
დანართი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სააგენტოს სრული დასახელებაა: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო“. სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს სააგენტოს შემოკლებული დასახელება „სსიპ – თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო“. 3. სააგენტო, მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელებისას, ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ამ დებულებით. 4. სააგენტო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში. 5. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი აქტივები, ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 6. სააგენტო ანგარიშვალდებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წინაშე. 7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ.თბილისი, ჟ.შარტავას ქუჩა №7.
|
მუხლი 2.
სააგენტოს მიზნები |
სააგენტოს მიზნებია:
ა) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო და ურბანული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, შესაბამისი კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის წარმოება; ბ) თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით (M2 და M3 კატეგორიები), მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით მგზავრთა გადაყვანის და საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ხელშეწყობა; გ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე დაინტერესებულ პირთათვის ეფექტური, მოქნილი და სრულყოფილი მომსახურების შეთავაზება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.
|
მუხლი 3.
სააგენტოს ფუნქციები |
1. სააგენტოს ფუნქციები ვრცელდება და მოქმედებს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში.
2. სააგენტოს ფუნქციებია: ა) თბილისის მიერ დაფუძნებული ტრანსპორტის სფეროს მიკუთვნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკისა და მიდგომების განსაზღვრაში, აგრეთვე შესაბამისი პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება და სტრატეგიის დოკუმენტების პროექტების, მათ შორის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შემუშავება და განხორციელება; გ) სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის ორგანიზების გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა შესახებ წინადადებების შემუშავება და კომპეტენციის ფარგლებში განხორციელება; დ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით, ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მარშრუტების პროექტების შემუშავება თბილისის მთავრობისათვის წარდგენის მიზნით, დამტკიცებული მარშრუტების დაცვაზე ზედამხედველობა; ე) საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას თბილისის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსებისათვის (M2 და M3 კატეგორიები) მარშრუტების პროექტების შემუშავება თბილისის მთავრობისათვის წარდგენის მიზნით, დამტკიცებული მარშრუტების დაცვაზე ზედამხედველობა; ვ) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 და M3 კატეგორიის) ან იმავე საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების მარშრუტების პროექტების შემუშავება თბილისის მთავრობისთვის წარდგენის მიზნით, დამტკიცებული მარშრუტების დაცვაზე ზედამხედველობა; ზ) სპეციალური რეგულარული გადაყვანის (თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაქმებული პირების, მოსწავლეების, სტუდენტების რეგულარული გადაყვანის) განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 და M3 კატეგორიის) მარშრუტების პროექტების შემუშავება თბილისის მთავრობისთვის წარდგენის მიზნით, დამტკიცებული მარშრუტების დაცვაზე ზედამხედველობა; თ) თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარშრუტების პერიოდულად შესწავლა და მათი ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; ი) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე დადგენილი წესის შესაბამისად ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა და ნებართვის გაუქმება ელექტრონული მისამართის: www.taxi.tbilisi.gov.ge მეშვეობით; კ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელების მიზნით, აგრეთვე მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე გაცემულ ნებართვებზე მოქმედი სამართლებრივი აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელება; ლ) M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებისათვის გაჩერებების განსაზღვრასა და გაჩერებებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში მონაწილეობის მიღება შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად; მ) სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების (M2 და M3 კატეგორიის) ერთიან სამარშრუტო ქსელში არსებული მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა; ნ) აგლომერაციის გათვალისწინებით, მდგრადი ურბანული განვითარების მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი; ო) ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა და კონტროლი; პ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების, მათი ნაწილების დამტკიცების ან/და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებათა პროექტებისა და დასკვნების მომზადება და შესაბამისი ორგანოებისთვის მათი გადაგზავნის უზრუნველყოფა; ჟ) დაგეგმარებითი საქმიანობის წარმოება, აგრეთვე ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება სასაფლაოების პროექტის მოწყობასთან დაკავშირებით და შესაბამისი პროექტის წარდგენა თბილისის მთავრობისათვის; რ) მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესისა და მისი შემდგომი განხორციელების ხელშეწყობა; ს) ტერიტორიების განვითარებისა და ურბანული განახლების პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა; ტ) გეოსაინფორმაციო ბაზების განახლება -სისტემატიზაცია და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; უ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება, აგრეთვე უფლებამოსილების ფარგლებში დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; ფ) ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან ერთად, თბილისის სოციალური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ქ) თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ქალაქგეგმარებითი პოზიციის მომზადება; ღ) თბილისის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში ) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობაში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება; ყ) ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; შ) ფუნქციური ზონის ცვლილების და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით საკითხებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების ან/და დასკვნების მომზადება; ჩ) ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების შემუშავებასა და განხილვაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ც) საგზაო მოძრაობის დაგეგმვის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და მშენებლობის ნებართვის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტების ან/და მშნებელობის ნებართვების არქიტექტურული პროექტების შეთანხმებისას (გარდა II კლასის შენობა-ნაგებობებისა) მონაწილეობის მიღება საგზაო მოძრაობის დაგეგმვის კუთხით; ძ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების შეფასება; წ) სატრანსპორტო საშუალებების პარკირების ორგანიზება; ჭ) გზებზე, საგზაო ნაგებობებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე და რკინიგზის გადასასვლელებზე ჩასატარებელი სამშენებლო–სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სქემების მომზადება ან/და შეთანხმება; ხ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ან იურიდიული პირის საკუთრებაში მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის გაცემა; ჯ) იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური საშვის გაცემა; ჰ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების (მარშრუტის) შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად; ჰ1) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე-1352 მუხლებით, 1353 მუხლის პირველი ნაწილით, 1354 და 1355 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა; ჰ2) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას საჩივრის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება; ჰ3) ტრანსპორტზე ზემოქმედების შეფასების კვლევის მომზადება და შეთანხმება; ჰ4) საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, გრანტების მოზიდვა; ჰ5) კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირთა მოთხოვნის საფუძველზე, მათთვის შესაბამისი მომსახურების გაწევა; ჰ6) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება. 3. სააგენტოს, ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, უფლება აქვს: ა) სამართლებრივ ურთიერთობებში გამოვიდეს საკუთარი სახელით; ბ) საჭიროებისამებრ მონაწილეობა მიიღოს თბილისის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელებაში; გ) კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განვითარებისა და სრულყოფისათვის შეიმუშაოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმები; დ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით ითანამშრომლოს ადგილობრივ, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ე) საჭიროების შემთხვევაში, მოიზიდოს უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციები; ვ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოებისგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისგან; ზ) მოამზადოს სარეკლამო და შემეცნებითი მნიშვნელობის დოკუმენტაცია, მოახდინოს მათი ტირაჟირება და გავრცელება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ; თ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე მოამზადოს სათანადო წინადადებები და წარადგინოს ისინი შესაბამის ორგანოში; ი) კანონმდებლობის შესაბამისად, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, გასცეს ნებართვები; კ) ჩაატაროს სააგენტოს სარგებლობაში არსებულ სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია; ლ) სააგენტოს საქმიანობის მიზნით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები; მ) დასაქმებული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ზრუნვა; ნ) მოაწყოს სემინარები, კონფერენციები, სიმპოზიუმები კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე; ო) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი ორგანიზაციებიდან და საწარმოებიდან; პ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშაოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები, მონაწილეობა მიიღოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში; ჟ) კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს მომსახურება და მიიღოს საფასური; რ) დაიცვას სააგენტოს ინტერესები ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და სასამართლოში; ს) კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები. 4. სააგენტო ვალდებულია: ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე; ბ) მიიღოს ადმინისტრაციულ ორგანოთა, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები და საჩივრები (პროტესტები), განიხილოს ისინი სამართლებრივი აქტების შესაბამისად; გ) უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ; დ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, კეთილსინდისიერად შეასრულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნები.
|
მუხლი 4.
სააგენტოს ხელმძღვანელობა |
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თბილისის მთავრობა.
2. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. 3. სააგენტოს უფროსის მოადგილეები ანგარიშვალდებულნი არიან სააგენტოს უფროსის წინაშე. 4. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს სააგენტოს უფროსი. 5. სააგენტოს უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის პერიოდში სააგენტოს უფროსის მოვალეობას, სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ასრულებს სააგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 6. სააგენტოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე სააგენტოს უფროსის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შეუძლებლობის შემთხვევაში, თბილისის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ასრულებს სააგენტოს უფროსის მოვალეობას.
|
მუხლი 5.
სააგენტოს უფროსი
|
1. სააგენტოს უფროსი:
ა) წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალურ ურთიერთობებში, ასრულებს სხვა წარმომადგენლობით ფუნქციებს; ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს სააგენტოს საქმიანობას; გ) უზრუნველყოფს სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კონტროლს და ახორციელებს მათ ხელმძღვანელობას; დ) თბილისის მთავრობის თანხმობით, განსაზღვრავს და ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას, თანამდებობრივი სარგოების ოდენობას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, დებს მათთან შრომით ხელშეკრულებებს, მათ მიმართ გამოიყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს; ვ) კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე-1352 მუხლებით, 1353 მუხლის პირველი ნაწილით, 1354 და 1355 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, გამოაქვს საურავების დარიცხვის შესახებ დადგენილებები; თ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას იღებს გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - დადგენილებით; ი) იწვევს სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე, კონკრეტული საქმიანობის განხორციელების მიზნით; კ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; ლ) ამტკიცებს თანამდებობრივ ინსტრუქციებს; მ) სააგენტოში სტაჟირების გავლის მიზნით, ნიშნავს და ათავისუფლებს სტაჟიორებს; ნ) ანაწილებს მოვალეობებს სააგენტოს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს სააგენტოს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ო) აკონტროლებს სააგენტოზე დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების მიმდინარეობას; პ) თბილისის მთავრობას წარუდგენს სააგენტოს ბიუჯეტის პროექტს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანხმობის მისაღებად; ჟ) შუამდგომლობს თბილისის მთავრობის წინაშე იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ფუნქციების შესასრულებლად; რ) იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა სააგენტოს ფუნქციების შესასრულებლად; ს) თბილისის მთავრობას უმზადებს სააგენტოს დებულების ან არსებულ დებულებაში ცვლილების შეტანის პროექტს თბილისის საკრებულოსათვის დასამტკიცებლად წარსადგენად; ტ) სააგენტოს წინაშე არსებული საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის მიზნით უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში შექმნას სამუშაო ჯგუფები შესაბამისი რეკომენდაციების მოსამზადებლად; უ) თბილისის მთავრობის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს მას ანგარიშს სააგენტოს საქმიანობის შესახებ; ფ) ხელს აწერს სააგენტოს სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ქ) სააგენტოს თანამშრომლებზე, მათი კომპეტენციის ფარგლებში გასცემს მინდობილობებს სააგენტოს წარმომადგენლობასთან დაკავშირებით; ღ) ახორციელებს სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს; ყ) სააგენტოს თანამშრომლებზე ანაწილებს სამსახურებრივ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში ამტკიცებს სააგენტოს თანამშრომლების სარგებლობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის საშვის ფორმას; შ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება, სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შეიძლება დაევალოს სააგენტოს უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს. |
მუხლი 6.
სააგენტოს უფროსის მოადგილეები |
სააგენტოს უფროსის მოადგილეები:
ა) სააგენტოს უფროსის დავალების შემთხვევაში კოორდინაციას უწევენ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ბ) აკონტროლებენ სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებების შესრულებას; გ) ახორციელებენ თანამდებობრივი ინსტრუქციითა და სააგენტოს უფროსის აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს; დ) ასრულებენ სააგენტოს უფროსის ცალკეულ დავალებებს; ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერენ ან ვიზას ადებენ მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მათთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
|
მუხლი 7.
სააგენტოს სტრუქტურა |
1. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების – სამსახურების მეშვეობით.
2. სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) მარშრუტების დაგეგმარების სამსახური; გ) საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახური; დ) საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამსახური; ე) სატრანსპორტო ნაკადების ავტომატიზებული მართვის სამსახური; ვ) ანალიტიკის და ურბანული დაგეგმარების სამსახური; ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების სამსახური; თ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური; ი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების სამსახური; კ) მონიტორინგის სამსახური; ლ) სპეციალური (ზონალური) შეთანხმებების სამსახური; მ) ქალაქგეგმარებითი პოზიციების სამსახური; ნ) განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების მართვის სამსახური; ო) განაშენიანების რეგულირების გეგმების მართვის სამსახური.
|
მუხლი 8.
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების – სამსახურების უფლებამოსილებანი |
1. ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება:
ა) საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა, ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად შესყიდვების პროცედურების განხორციელება, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მომზადება; გ) სააგენტოს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებების, მცირეფასიანი აქტივების, ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება. ქონების აფასებასთან, ჩამოწერასა და გაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; დ) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ე) სააგენტოს ბალანსზე რიცხული აქტივების დაცვის უზრუნველყოფა; ვ) სააგენტოს კომპიუტერული ქსელისა და კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; ზ) კადრების აღრიცხვა, მონიტორინგი და ანალიზი; თ) სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, დანიშვნა-გათავისუფლების, შრომითი ხელშეკრულებების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება, ასევე სააგენტოში სტაჟირების გავლის მიზნით, სტაჟირებაზე მიღებისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება; ი) შრომის შინაგანაწესის პროექტის შემუშავება და დამტკიცებულ შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლი; კ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება, არსებობის შემთხვევაში ელექტრონული საქმისწარმოების წესის შესაბამისად პროცესის მართვა; ლ) სააგენტოში შემოსული და შექმნილი დოკუმენტაციის/კორესპონდენციის მიღება, დამუშავება, რეგისტრაცია და ადრესატისთვის დროულად მიწოდება; მ) საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა (არქივირება); ნ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა, სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დაინტერესებულ პირებზე ინფორმაციის მიწოდება კომპეტენციის ფარგლებში, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების მეშვეობით სააგენტოში მიმდინარე პროცესებისა და სააგენტოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება; ო) შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში; პ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში და მათ ორგანიზებაში მონაწილეობა. უცხო ქვეყნების დელეგაციების შეხვედრა-გაცილება, მათ გადაადგილებაში თანხლება, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა და მათი შენახვა, მიღებებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა; ჟ) უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა, შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი და შრომის უსაფრთხოების დოკუმენტაციის საქმისწარმოება; რ) კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და სააგენტოს საქმიანობის ანალიზი; ს) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება. 2. მარშრუტების დაგეგმარების სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიდგომების განსაზღვრასა და შესაბამისი პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; ბ) ტრანსპორტის პოლიტიკის შემუშავებასა და სტრატეგიის დოკუმენტების პროექტების (მათ შორის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის გეგმის) შემუშავებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; გ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მარშრუტების პროექტების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; დ) კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დათვალიერების მიზნით ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 და M3 კატეგორიის) ან იმავე საქმიანობის განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა სატრანსპორტო საშუალების მარშრუტების პროექტების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ე) სპეციალური რეგულარული გადაყვანის (თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში დასაქმებული პირების, მოსწავლეების, სტუდენტების რეგულარული გადაყვანის) განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მფლობელობაში არსებული ავტობუსის (M2 და M3 კატეგორიის) მარშრუტების პროექტების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ვ) საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას თბილისის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსებისათვის (M2 და M3 კატეგორიები) მარშრუტების პროექტების შემუშავება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ზ) თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მარშრუტების პერიოდულად შესწავლა და მათი ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება; თ) M2 და M3 კატეგორიების ავტობუსებისათვის გაჩერებების განსაზღვრა შესაბამის ადმინისტრაციულ და საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად; ი) სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების ერთიან მოძრაობის სამარშრუტო ქსელში (M2 და M3 კატეგორიის) არსებული მდგომარეობის შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა; კ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შესაბამისი შეზღუდული ვადით თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მარშრუტების კორექტირებისა ან თბილისის მთავრობის მიერ დროებითი მარშრუტის/მარშრუტების განსაზღვრის მიზნით შესაბამისი პროექტის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ შესაბამისი პირებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა; ლ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება. 3. საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) საგზაო მოძრაობის პირობების გამოკვლევა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის მიღება; გ) ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკისა და მიდგომების განსაზღვრაში, აგრეთვე შესაბამისი პოლიტიკის გატარებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; დ) სატრანსპორტო საშუალებებისა და ქვეითთა მოძრაობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების შემუშავება; ე) საჭირო საგზაო მოძრაობის დაგეგმვის ტექნიკურ საშუალებათა განსაზღვრა და მათ დასანერგად წინადადებების მომზადება; ვ) ურბანული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება საგზაო მოძრაობის დაგეგმვის კუთხით; ზ) ფუნქციური ზონის ცვლილების და სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით ქალაქგეგმარებითი პარამეტრების ცვლილების საკითხებში მონაწილეობის მიღება საგზაო მოძრაობის დაგეგმვის კუთხით; თ) ქალაქგეგმარებითი დოკუმენტების შემუშავებაში და განხილვაში მონაწილეობის მიღება საგზაო მოძრაობის დაგეგმვის კუთხით; ი) საგზაო მოძრაობის დაგეგმვის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების ან/და მშენებლობის ნებართვის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტების ან/ და მშენებლობის ნებართვების არქიტექტურული პროექტების შეთანხმებისას შეთანხმებაში (გარდა II კლასის შენობა-ნაგებობებისა) მონაწილეობის მიღება საგზაო მოძრაობის დაგეგმვის კუთხით; კ) სატრანსპორტო საშუალებების პარკირების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება; ლ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების შეფასება; მ) კომპეტენციის ფარგლებში AutoCAD-ის და გისის პროგრამებში პროექტების შემუშავება; ნ) ოპტიმალური სატრანსპორტო გადაწყვეტების პროექტების წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის; ო) საგზაო მოძრაობის დაგეგმვის მიზნით გზების შეფასება და ანალიზი; პ) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება; ჟ) ტრანსპორტის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების პროექტების (მათ შორის მდგრადი ურბანული ტრანსპორტის გეგმის) შემუშავებაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში; რ) ტრანსპორტის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების, სამოქმედო გეგმების და კონკრეტული სატრანსპორტო პროექტების განხორციელების შეფასება, წინასწარ დადგენილი შეფასების ინდიკატორების (არსებობის შემთხვევაში) საფუძველზე; ს) ტრანსპორტზე ზემოქმედების შეფასების კვლევის მომზადება ან/და შეთანხმება; ტ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება. 4. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის მიღება; ბ) გზებზე, საგზაო ნაგებობებზე, მიწისქვეშა კომუნიკაციებზე და რკინიგზის გადასასვლელებზე ჩასატარებელი სამშენებლო–სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებითი საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების მომზადება და შეთანხმება ან/და შესათანხმებლად წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან; გ) მშენებლობის ნებართვის არქიტექტურული პროექტების შეთანხმებისას ჩასატარებელი სამშენებლო–სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში დროებითი საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემების მომზადება და შეთანხმება ან/და შესათანხმებლად წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობასთან; დ) არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ან ზენორმატიული (მძიმეწონიანი) სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების (მარშრუტის) შეთანხმებაში მონაწილეობის მიღება შესაბამის ადმინისტრაციულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად; ე) საგზაო მოძრაობის დაგეგმვის სამსახურის მიერ შემსრულებელზე, საგზაო მოძრაობის დაგეგმვის ტექნიკური საშუალებების მონტაჟზე გაცემული დავალების და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, კონტროლის განხორციელება, დასრულების შემდგომ შესრულებული სამუშაოების მიღებაში მონაწილეობის მიღება. დაზიანებული საგზაო მოძრაობის ტექნიკური საშუალებების აღდგენა/შეცვლაზე დავალებების გაცემა და კონტროლი გაცემული დავალების შესრულებაზე, ასევე შესრულებული სამუშაოების მიღება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში საგზაო მოძრაობის დაგეგმვის ტექნიკურ საშუალებათა დანერგვის წლიური და პერსპექტიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ზ) საგზაო მოძრაობის ტექნიკურ საშუალებებზე მონიტორინგი; თ) კომპეტენციის ფარგლებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება; ი) ავტობუსებისათვის (M2 და M3 კატეგორიები) განსაზღვრულ გაჩერებებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაში მონაწილეობის მიღება; კ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება. 5. სატრანსპორტო ნაკადების ავტომატიზებული მართვის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) საგზაო მოძრაობის მართვის ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით სატრანსპორტო და ქვეითთა ნაკადების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და მათ საფუძველზე მოძრაობის ოპტიმალური რეჟიმებით ნაკადების რეგულირება; ბ) სატრანსპორტო ნაკადების ანალიზი, კონტროლი და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; გ) სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის ოპტიმალური სატრანსპორტო გადაწყვეტებისათვის პროექტების წარდგენა; დ) სპეციალიზებულ კომპიუტერულ პროგრამებში: PTV VISTRO, VISSIM, VISUM საგზაო მოძრაობის (ქუჩებზე, გზაჯვარედინებზე, კვანძებზე) მოდელირება; ე) 24 საათიან რეჟიმში ცენტრალური სამართავი პუნქტის მართვა; ვ) საგზაო მოძრაობაში გაუთვალისწინებელი სიტუაციის წარმოქმნის ან გაჯერებული მოძრაობის შემთხვევაში ავტომატიზებული სისტემის მექანიკურ მართვაზე გადაყვანა; ზ) შუქნიშნების ობიექტების სინქრონიზაცია და ოპტიმიზაცია; თ) შუქნიშნების ობიექტებზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების პრიორიტეტული გავლის სისტემის დაგეგმარება და მართვა; ი) საჭირო საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკურ საშუალებათა განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება; კ) კომპეტენციის ფარგლებში საგზაო მოძრაობის ორგანიზების ტექნიკურ საშუალებათა დანერგვის წლიური და პერსპექტიული გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ორგანიზების დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება; მ) საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებიდან გამომდინარე სატრანსპორტო ნაკადების ალტერნატიულ გზებზე გადამისამართება; საგზაო მოძრაობაში გაუთვალისწინებელი სიტუაციის წარმოქმნისას შესაბამისი სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად საგზაო მოძრაობის შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავება და შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა; ნ) საგზაო მოძრაობაში გაუთვალისწინებელი სიტუაციის წარმოქმნის შემთხვევაში, მგზავრთა შეუფერხებელი სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველსაყოფად, სააგენტოს მარშრუტების დაგეგმარების სამსახურისთვის საგზაო მოძრაობაში მონაწილე რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 და M3 კატეგორია) მარშრუტებში დროებითი ცვლილებების განსახორციელებლად ალტერნატიული გზების თაობაზე ინფორმაციის მიწოდება; ო) გონიერი სატრანსპორტო სისტემების დანერგვისა და განვითარებისათვის წინადადებების მომზადება და წარდგენა სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის; პ) სააგენტოს უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ მოთხოვნილი ვიდეოჩანაწერის ან/და ფოტოფირის დაარქივება და მიწოდება; ლ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება. 6. ანალიტიკის და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) სამგზავრო ტრანსპორტის მიმართულებით არსებული მდგომარეობის პერიოდული ანალიზის საფუძველზე, ერთიანი საქალაქო პოლიტიკის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ბ) მდგრადი ურბანული მობილობის გეგმისათვის საჭირო მონაცემების მუდმივი შეგროვება, სისტემატიზაცია და ანალიზი, ტენდენციების გამოვლენა; გ) ტრანსპორტის პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების, სამოქმედო გეგმების და კონკრეტული სატრანსპორტო პროექტების განხორციელების შეფასება, წინასწარ დადგენილი შეფასების ინდიკატორების საფუძველზე; დ) ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკისა და მიდგომების განსაზღვრასა და შესაბამისი პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება; ე) ურბანული განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მისი დანერგვის ხელშეწყობა და მონიტორინგი; ვ) ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ან /და იურიდიულ პირებთან ერთად, თბილისის სოციალური, ეკონომიკური, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი განვითარების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ზ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი საკანონმდებლო ბაზის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; თ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ მიღებული (გამოცემული) იმ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რომელიც შეეხება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს; ი) თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა; კ) გეოსაინფორმაციო ბაზების განახლება – სისტემატიზაცია და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება; ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის ანალიზი, ასევე შიდასამსახურებრივი სტანდარტების შექმნა და მოწესრიგება; მ) სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრუქტურებთან სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება; ნ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით გრანტების მოზიდვა და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სხვადასხვა ურბანული პროექტების განხორციელება; ო) დარგში არსებული მდგომარეობის, სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე საზოგადოების ინფორმირება; პ) დაგეგმარებითი საქმიანობის წარმოება, ცალკეული ტერიტორიების განვითარების კონცეფციების, განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების მომზადებისა და განხორციელების უზრუნველყოფა; ჟ) ქალაქთმშენებლობითი ნორმების და ურბანული დიზაინის სტრანდარტების შექმნა და სისტემატიზაცია; რ) ტერიტორიის განვითარების და ურბანული განახლების პროგრამების ხელშეწყობა; ს) თბილისის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების პროექტების ხელშეწყობა და კონტროლი; ტ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება. 7. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ბ) მდგრადი ურბანული მობილობისა და ურბანული განვითარების პოლიტიკის და სტრატეგიის დოკუმენტების პროექტების (მათ შორის, მდგრადი ურბანული მობილობის გეგმისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის) შემუშავებასა და მათ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების/გეგმარებითი პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა; გ) ქალაქმშენებლობისა და სამგზავრო ტრანსპორტის სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, ერთიანი საქალაქო პოლიტიკის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; დ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, თბილისის სახელით საერთაშორისო ორგანიზაციებთან დასადები თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტების, საგრანტო, სასესხო და ქვესასესხო ხელშეკრულებათა პროექტებისა და მათ ხელმოსაწერად უფლებამოსილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო(ები)ს მხრიდან ნებართვის მისაღებად შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; ე) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების დარგში კვლევების და სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურების საჭიროების იდენტიფიცირება, დონორების მოძიება, ტექნიკური დავალებებისა და ტენდერების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება; ვ) მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, დონორ ორგანიზაციათა საქმიანობის ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფა; ზ) სააგენტოში მიმდინარე საკონსულტაციო პროექტების მართვა; თ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე (ურბანული განვითარება, მდგრადი ურბანული მობილობა) საერთაშორისო პრაქტიკისა და საუკეთესო გამოცდილების კვლევა; ი) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება. 8. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ბ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, აგრეთვე, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მომზადებული პროექტების სამართლებრივი ანალიზი; გ) სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი განმარტებების მომზადება; დ) საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს მიერ მომზადებული სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა; ე) სააგენტოს უფროსის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში და წარმომადგენლობასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება; ვ) სასამართლოს/ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებების ჩატარება სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად; ზ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ან იურიდიული პირის საკუთრებაში მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ადაპტირებულ სატრანსპორტო საშუალებაზე საცნობი ნიშნის გაცემა; თ) იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებსაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების მიზნით გამოიყენებენ „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები, აგრეთვე „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური საშვის გაცემა; ი) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გასაცემად სათანადო დოკუმენტების მომზადება და შესაბამისი სანებართვო რეესტრის წარმოება; სანებართვო საქმიანობასთან და სანებართვო პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე საჭიროების შემთხვევაში ნებართვის მფლობელ პირებთან ურთიერთობის წარმოება, საკითხების შესწავლა, ინფორმაციების გამოთხოვა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; კ) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასის გადახდის მდგომარეობის აღრიცხვა და მისი გადახდის უზრუნველსაყოფად მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ლ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე დადგენილი წესის შესაბამისად ნებართვის გაცემა, ნებართვაში ცვლილების შეტანა და ნებართვის გაუქმება ელექტრონული მისამართის: www.taxi.tbilisi.gov.ge-ს მეშვეობით; მ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; ნ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე-1352 მუხლებით, 1353 მუხლის პირველი ნაწილით, 1354 და 1355 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარიმო ქვითრების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენაზე უფლებამოსილ თანამშრომლებზე მათი გაცემა და საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება; ო) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე-1352 მუხლებით, 1353 მუხლის პირველი ნაწილით, 1354 და 1355 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილებების პროექტების მომზადება და მის გამოცემაზე უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა; პ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე-1352 მუხლებით, 1353 მუხლის პირველი ნაწილით, 1354 და 1355 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 270-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის ინფორმაციის გაგზავნა, ასევე სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გაგზავნა; ჟ) სააგენტოს სატრანსპორტო ნაკადების ავტომატიზებული მართვის სამსახურის მიერ დაარქივებული და მოწოდებული ვიდეოჩანაწერის ან/და ფოტოფირის გაცემის უზრუნველყოფა; რ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება. 9. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოების სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება და მართვა; ბ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას სააგენტოში შესული საჩივრების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და განხილვის უზრუნველყოფა; გ) საქმისწარმოების პროცედურებისა და საჩივრების განხილვის განრიგის განსაზღვრა; დ) საჩივრების განხილვასთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა ადმინისტრაციული ორგანოებისაგან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან; ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საქმეზე დაინტერესებული მხარეების მოსაზრებების მოსმენა, არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების, წარმოდგენილი საქმის მასალების მოქმედი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად შეგროვება, გამოკვლევა, შეფასება და შესაბამისი დადგენილების გამოცემაზე უფლებამოსილი პირისთვის წარდგენა; ვ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის გაგზავნის მიზნით ინფორმაციის მიწოდება სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურისათვის; ზ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12-მე-14 ნაწილებით, 1252 მუხლით, 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 135-ე–1355 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის შეფარდებული ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) ან/და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ზემდგომ ორგანოში (თანამდებობის პირთან) გასაჩივრებისას, საქმის განხილვის დროს დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში საქმის მასალების სააგენტოს უფროსისთვის ან სააგენტოს უფროსის მოადგილისთვის წარდგენა, შემდგომში საგამოძიებო ორგანოებში გადაგზავნის მიზნით; თ) უფლებამოსილი პირის მიერ საჩივრებზე გამოცემული დადგენილებების რეესტრის წარმოება და შესაბამისი სტატისტიკური ანალიზის გაკეთება; ი) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება. 10. მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაზე ნებართვის მფლობელისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის გაწევა; ბ) მსუბუქი ავტომობილით – ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანაზე ნებართვის მფლობელისთვის განსაზღვრული სანებართვო პირობების შესრულებაზე კონტროლის გაწევა; გ) ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე სააგენტოზე დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელება მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად; დ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში სანებართვო საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნებართვების მფლობელ პირებთან ურთიერთობის წარმოება, საკითხების შესწავლა, ინფორმაციების გამოთხოვა და შესაბამისი რეაგირების განხორციელება; ე) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება. 11. სპეციალური (ზონალური) შეთანხმებების სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) კომპეტენციის ფარგლებში მიმდინარე ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა და კონტროლი; ბ) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების ფარგლებში ცალკეული მიწის ნაკვეთების განვითარების შესაძლებლობის განსაზღვრა; გ) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების უზრუნველყოფა; დ) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის შესაბამისი დასკვნების მომზადება; ე) სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება. 12. ქალაქგეგმარებითი პოზიციების სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) თბილისის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ქალაქგეგმარებითი პოზიციის მომზადება; ბ) თბილისის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საქმიანობაში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება; გ) კომპეტენციის ფარგლებში ქალაქგეგმარებითი პოზიციის მომზადება; დ) ცალკეული მიწის ნაკვეთის/ნაკვეთების ფუნქციური ზონის ცვლილების საკითხებზე დასკვნების და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება; ე) მიწის ნაკვეთების გამიჯვნა/გაერთიანების თაობაზე სააგენტოს პოზიციის მომზადება; ვ) უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების უზრუნველყოფა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება. 13. განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების მართვის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა და კონტროლი; ბ) განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) გეგმარებითი დავალებების გაცემისა და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება; გ) უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების უზრუნველყოფა; დ) ცალკეულ შემთხვევებში, განაშენიანების რეგულირების გეგმების გეგმარებითი დავალების პროექტების მომზადება და განხორციელების უზრუნველყოფა; ე) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება. 14. განაშენიანების რეგულირების გეგმების მართვის სამსახურის უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) უფლებამოსილების ფარგლებში მიმდინარე ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა და კონტროლი; ბ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების, მათი ნაწილების დამტკიცების ან /და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებათა პროექტებისა და დასკვნების მომზადება და შესაბამისი ორგანოებისთვის მათი გადაგზავნის უზრუნველყოფა; გ) განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) პროექტების და მათში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება; დ) განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) შესაბამისად ფუნქციური ზონის ცვლილების საკითხებზე დასკვნების და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება; ე) ცალკეულ შემთხვევებში, განაშენიანების რეგულირების გეგმების პროექტების მომზადება და განხორციელების უზრუნველყოფა; ვ) უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების უზრუნველყოფა; ზ) საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი სხვა ფუნქციების შესრულება.
|
მუხლი 9.
სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელთა უფლებამოსილებანი |
1. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს; გ) ახორციელებს კონტროლს სამსახურის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ახდენს სამსახურში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ე) სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე ახდენს სამსახურში მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერას; ვ) სააგენტოს უფროსს/სააგენტოს უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ; ზ) სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისას, სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინატორ სააგენტოს უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, უზრუნველყოფს სამსახურში არსებული გასაჩივრებულ საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და სამსახურის პოზიციის მიწოდებას სააგენტოს შესაბამისი პასუხისმგებელი სამსახურისთვის; თ) სააგენტოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში, კოორდინატორ სააგენტოს უფროსის მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში არსებული ინფორმაციის მიწოდებას ზემოაღნიშნული პასუხისმგებელი სამსახურისთვის; ი) სააგენტოს უფროსის/სააგენტოს უფროსის მოადგილის მითითებით ასრულებს სხვა დავალებებს. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სააგენტოს უფროსის და სააგენტოს უფროსის მოადგილის წინაშე.
|
მუხლი 10.
სააგენტოს ქონება |
1. დებულებით განსაზღვრული მიზნის მისაღწევად და შესაბამისი ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს გააჩნია ქონება, რომელიც ფორმირდება კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სააგენტოს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომელიც აისახება სააგენტოს ბალანსზე. |
მუხლი 11.
სააგენტოს ფინანსები |
სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები; გ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
|
მუხლი 12.
სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება |
სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|
მუხლი 13.
სააგენტოს კონტროლი |
სააგენტოს მაკონტროლებელი ორგანოა თბილისის მთავრობა, რომელიც სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გააჩნია სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
|
მუხლი 14.
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია |
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
|
მუხლი 15.
დასკვნითი დებულებები |
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, თბილისის საკრებულოს დადგენილებით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები