„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 60-80
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/07/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 21/03/2022
სარეგისტრაციო კოდი 310060000.35.101.016758
60-80
14/07/2020
ვებგვერდი, 16/07/2020
310060000.35.101.016758
„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №60-80

2020 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8-31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 28 აპრილის №8-31 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 03/05/2017, სარეგისტრაციო კოდი: 310060000.35.101.016389) და დადგენილების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების დამტკიცების შესახებ“.

2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M​2 და M​3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

3. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M2 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფები დამტკიცდეს:

ა) ლოტი №1 (ვაკე-საბურთალოს რაიონი):

ა.ა) №№4, 17, 27, 30, 32, 50, 51, 72, 78, 120, 135, 140, 149, 161, 170, 184, 192 მარშრუტებზე – 0,8 ლარის ოდენობით (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას - 0,65 ლარის ოდენობით);

ა.ბ) №220 მარშრუტზე – 0,6 ლარის ოდენობით;

ა.გ) №№23, 146, 177, 179 მარშრუტებზე – 0,5 ლარის ოდენობით;

ბ) ლოტი №2 (ძველი თბილისი-დიდგორის რაიონი):

ბ.ა) №№2, 6, 15, 35, 40, 41, 49, 73, 85, 126, 137, 176, 202, 218 მარშრუტებზე – 0,8 ლარის ოდენობით (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას - 0,65 ლარის ოდენობით);

ბ.ბ) №90 მარშრუტზე – 0,6 ლარის ოდენობით;

გ) ლოტი №3 (დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი):

გ.ა) №152 მარშრუტზე – 1,5 ლარის ოდენობით;

გ.ბ) №№26, 34, 44, 58, 60, 62, 66, 67, 68, 75, 81, 101, 102, 108, 118, 169, 193, 197, 200, 204 მარშრუტებზე - 0,8 ლარის ოდენობით (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას - 0,65 ლარის ოდენობით);

გ.გ) №№16, 25, 36, 38, 124, 129, 208, 220 მარშრუტებზე – 0,6 ლარის ოდენობით;

გ.დ) №№7, 22, 42, 53, 59, 80, 151, 182 მარშრუტებზე – 0,5 ლარის ოდენობით;

გ.ე) №173 მარშრუტზე – 0,4 ლარის ოდენობით;

დ) ლოტი №4 (გლდანი-ნაძალადევის რაიონი):

დ.ა) №158 მარშრუტზე – 2,0 ლარის ოდენობით;

დ.ბ) №№11, 31, 61, 77, 100, 111, 116, 128, 133, 142, 145, 147, 148, 198 მარშრუტებზე – 0,8 ლარის ოდენობით (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას – 0,65 ლარის ოდენობით);

დ.გ) №№64, 87,217 მარშრუტებზე – 0,6 ლარის ოდენობით;

დ.დ) №№8, 9, 14, 21, 29, 37, 39, 43, 45, 47, 48, 52, 63, 86, 96, 99, 104, 136, 139, 144, 153, 180, 187, 210, 211, 222, 225, 226 მარშრუტებზე - 0,5 ლარის ოდენობით;

ე) ლოტი №5 (ისანი-სამგორის რაიონი):

ე.ა) №№154,165, 175 მარშრუტებზე – 1,0 ლარის ოდენობით;

ე.ბ) №№10, 82, 117, 138, 150 მარშრუტებზე – 0,8 ლარის ოდენობით (ერთი და იმავე დღის განმავლობაში მე-2 და ყოველი მომდევნო მგზავრობისას – 0,65 ლარის ოდენობით);

ე.გ) №69, 194 მარშრუტებზე – 0,6 ლარის ოდენობით;

ე.დ) №№1, 3, 5, 20, 24, 28, 54, 55, 70, 71, 76, 79, 83, 84, 91, 93, 95, 103, 105, 107, 113, 115, 119, 155, 156, 162, 185, 189, 190, 191, 199, 205, 216, 223, 224 მარშრუტებზე - 0,5 ლარის ოდენობით;

ე.ე) №106 მარშრუტზე – 0,4 ლარის ოდენობით.

 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (ლოტების მომსახურებაზე) ნებართვების მფლობელებმა შპს „თბილ ლაინმა“ (ს/კ 404392260), შპს „კაპიტალ გრუპმა“ (ს/კ 202353194), შპს „თბილ ქარმა“ (ს/კ 404393241) და შპს „ფაბლიქ ქარმა“ (ს/კ 404392411) მომსახურების გაწევა განახორციელონ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მგზავრობის ტარიფების შესაბამისად.

3. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტების დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-47 დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 კატეგორია) მარშრუტები) შენიშვნის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ახალი დროებითი მარშრუტის განსაზღვრის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ტარიფი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დადგინდეს არაუმეტეს 0,8 ლარის ოდენობით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე