დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60-79 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300330000.35.101.016754 |
|
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 06/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 300330000.35.101.016081) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ბ) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 75-ე მუხლის „ე.გ“ და „ე.ვ“ ქვეპუნქტების, 165-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ტექნიკური რეგლამენტის „სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების პერიოდულობისა და საფასურების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №37 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“; გ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასი თითოეულ ავტობუსზე, კატეგორიების მიხედვით, ყოველთვიურად განისაზღვროს: ა) M2 კატეგორიისათვის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ბ) M3 კატეგორიისათვის - 10 (ათი) ლარის ოდენობით.“; დ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დამტკიცდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის თანდართული წესი.“. 2. დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესი“; ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. რეგულირების სფერო ეს წესი განსაზღვრავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსის (შემდგომში – კონკურსი) ჩატარების, კონკურსში მონაწილეობისა და მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის გაცემის, ნებართვის გაცემის ფასის გადახდის და სანებართვო პირობების შესრულების პირობებს, აგრეთვე ნებართვის მოქმედების ვადას.“; გ) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) რეგულარული სამგზავრო გადაყვანა – მგზავრთა გადაყვანა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ავტობუსების (M2 და M3 კატეგორიები) მარშრუტების შესაბამისად (შემდგომში – მომსახურება);“; დ) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მომსახურების განხორციელებისას ავტობუსების შენახვა-ექსპლუატაციის წესების, უსაფრთხოების ტექნიკის და გარემოს დაცვის მოთხოვნების შესრულების მიზნით უზრუნველყოს „საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10, მე-11, მე-12 და მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, 21-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 46-ე მუხლის მე-8 პუნქტის და მე-10 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე ავტობუსების ტექნიკური მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით მოქმედ ნორმებთან სტაბილური შესაბამისობის შენარჩუნების მიზნით დაიცვას საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი „ავტოსატრანსპოტო საშუალებების სერვისის წესი““; კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შემთხვევაში უზრუნველყოს ამ პუნქტში მითითებული მოთხოვნების დაცვა, მიუხედავად კანონმდებლობის დასახელებისა და მუხლისა, სადაც იქნება გათვალისწინებული აღნიშნული პირობები;“; ე) მე-18 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ვადით უფლებამოსილია/ვალდებულია შეაჩეროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განხორციელება.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები