“საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 60-77
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 14/07/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.101.016755
60-77
14/07/2020
ვებგვერდი, 16/07/2020
210020010.35.101.016755
“საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №60-77

2020 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

“საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შევიდეს ცვლილება „საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 06/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.101.016086) და დადგენილების:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ და საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების, აგრეთვე ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“.

2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 165-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.

3. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – თბილისი) ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული:

ა) ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი დამტკიცდეს 0,5 ლარის ოდენობით;

ბ) მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი დამტკიცდეს 0,5 ლარის ოდენობით;

გ) საბაგირო გზით „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით დამტკიცდეს 1,0 ლარის ოდენობით;

დ) საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა“ მგზავრთა გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი ერთი მიმართულებით დამტკიცდეს 2,5 ლარის ოდენობით.“.

4. მე-2 მუხლის;

ა) პირველი პუნქტის პრეამბულა  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში (ავტობუსები (M3 კატეგორია), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:“;

ბ) მე-2 პუნქტი პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში (ავტობუსები (M3 კატეგორია), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (0,2 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცეთ:“;

გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში (ავტობუსები (M3 კატეგორია), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით (0,1 ლარი) მგზავრობის უფლება მიეცეთ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ 70000 და დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.“.

5. მე-3 და მე-4 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3

დამტკიცდეს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებში ავტობუსები (M3 კატეგორია), მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტი (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას ფასდაკლების შემდეგი სისტემა: M3 კატეგორიის ავტობუსებსა და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტში (მეტრო) მგზავრობის საფასურის გადახდის ფუნქციის მქონე ბარათის ან გადახდის სხვა საშუალების მფლობელი, მგზავრობის საფასურის ამ ბარათით ან გადახდის საშუალებით 0,5 ლარის გადახდის შემდეგ, აგრეთვე ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირი, მისი სამგზავრო პლასტიკური ბარათით ან გადახდის სხვა საშუალებით მგზავრობის საფასურის გადახდის შემდეგ, უფლებამოსილია ავტობუსებით (M3 კატეგორია) ან/და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) უფასოდ იმგზავროს 90 წუთის განმავლობაში იმ პირობით, რომ აღნიშნულ დროში ყოველი მგზავრობისას აიღებს სამგზავრო ბილეთს (რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში უფასოა) მისი ბარათით ან გადახდის სხვა საშუალებით.

მუხლი 4

ავტობუსებით (M3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელმა იურიდიულმა პირმა უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლებით დამტკიცებული მგზავრობის ტარიფით და ფასდაკლების სისტემით მომსახურების განხორციელება მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე