დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის №36-6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 60-76 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310150000.35.101.016751 |
|
„საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის №36-6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „საქართველოს დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის №36-6 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 28/01/2019, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.35.101.016571) და დადგენილების:
1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტის, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გზების ჩამონათვალისა და მათზე რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების (M3 კატეგორიები) გაჩერების ადგილების დამტკიცების თაობაზე“. 2. დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის პირველი ივლისის №20.689.866 განკარგულების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტი, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2 დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2020 წლის პირველი ივლისის №20.689.866 განკარგულების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში იმ გზების ჩამონათვალი და მათზე ავტობუსების (M3 კატეგორია) გაჩერებების ადგილები, სადაც რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მომუშავე ავტობუსები (M3 კატეგორია) გაჩერდებიან დანართი №2-ის შესაბამისად.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები