საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2021 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2021 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6777-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010230000.09.001.016608
6777-რს
13/07/2020
ვებგვერდი, 15/07/2020
010230000.09.001.016608
საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2021 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2021 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორის) არჩევის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 166-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2021 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორულ ფირმად (გარე აუდიტორად) არჩეულ იქნეს აუდიტორული ფირმა – შპს „KPMG Georgia“.

2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 240 000 ლარით.

3. საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2021 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის ხარჯები გასწიოს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.

4. დაევალოს საქართველოს ეროვნულ ბანკს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „KPMG Georgia“-სთან გააფორმოს ხელშეკრულება.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე

 

თბილისი,

13 ივლისი 2020 წ.

N6777-რს