სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6776-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 13/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010230000.09.001.016607
6776-რს
13/07/2020
ვებგვერდი, 15/07/2020
010230000.09.001.016607
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის

დადგენილება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად აუდიტორული ფირმის არჩევის შესახებ

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 35-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად,

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის განსახორციელებლად არჩეულ იქნეს აუდიტორული ფირმა – შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“.

2. აუდიტორული შემოწმების სრული ღირებულება განისაზღვროს 155 700 ლარით.

3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლების ფინანსური აუდიტის ხარჯები გასწიოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა.

4. დაევალოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, აუდიტორულ ფირმასთან – შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოსთან“ გააფორმოს ხელშეკრულება.

5. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე

 

თბილისი,

13 ივლისი 2020 წ.

N6776-რს