დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2015 წლის 8 დეკემბრის №326 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 590527 |
| დოკუმენტის მიმღები | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/07/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 23/04/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.33.058.016137 |
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2015 წლის 8 დეკემბრის №326 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 30 ივნისის №21 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ და „ლ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – ბათუმის რესურსცენტრის, ქობულეთის რესურსცენტრის, ხელვაჩაურის რესურსცენტრის, ქედის რესურსცენტრის, შუახევის რესურსცენტრისა და ხულოს რესურსცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2015 წლის 8 დეკემბრის №326 ბრძანებაში (სსმ, 09/12/2015, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.33.058.016088) და ბრძანების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. რესურსცენტრის უფროსისა და რესურსცენტრის საჯარო მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური წარმოების განხორციელებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, დისციპლინური წარმოების დაწყების, შეწყვეტის, ვადის გაგრძელების, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულის დასკვნით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ან უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების, მსუბუქი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში – დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების, დისციპლინური წარმოების განმახორციელებელი ერთეულისთვის დასკვნის დასაბუთებული შენიშვნებით დაბრუნების, დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სამსახურიდან ჩამოშორების შესახებ და სხვა გადაწყვეტილებებს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იღებს მინისტრი.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები