„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №182 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 268
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/12/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 2, 09/01/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 24/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.10.003.001.212
  • Word
268
31/12/2008
სსმ, 2, 09/01/2009
430.210.000.10.003.001.212
„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №182 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №268

2008 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №182 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №182 დადგენილებაში (სსმ III, 2005 წელი, №120, მუხლი 1336) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი განისაზღვროს 325 ლარის ოდენობით.“.

2. მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სოფელი/დაბა – 1,385;

გ) მაღალმთიანი დასახლებული პუნქტი – 1,738.“.

3. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. ქალაქის სკოლებისათვის პირველ 400 მოსწავლეზე, ხოლო სოფლის/დაბის სკოლებისათვის – პირველ 200 მოსწავლეზე დამტკიცდეს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის განსაზღვრის შემდეგი კოეფიციენტები:

ა) ქალაქი – 1,062;

ბ) სოფელი/დაბა – 1,462.“.

4. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობა განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:

ა) ქალაქის სკოლაში – 325 ლარი;

ბ) სოფლის/დაბის სკოლაში – 450 ლარი;

გ) მაღალმთიანი დასახლებული პუნქტის სკოლაში – 565 ლარი.“.

5. დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ქალაქის სკოლებისათვის პირველ 400 მოსწავლეზე, ხოლო სოფლის/დაბის სკოლებისათვის პირველ 200 მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობა განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:

ა) ქალაქის სკოლაში – 345 ლარი;

ბ) სოფლის სკოლაში – 475 ლარი.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პირველი ვიცე-პრემიერი ნ. გილაური