საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6822-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/07/2020
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 010190030.06.001.016065
6822-რს
14/07/2020
ვებგვერდი, 21/07/2020
010190030.06.001.016065
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

 

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1751 მუხლი:

„მუხლი 1751. დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიში

1. საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 1 აპრილისა, პარლამენტს წარუდგენს დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიშს (გასული წლის ანგარიშსა და მომავალი წლის გეგმას). ამ ანგარიშს პარლამენტი განიხილავს  რეგლამენტის 176-ე მუხლის მე-2−მე-5 და მე-8–მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანგარიში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილება წამყვანი კომიტეტის ან პარლამენტის ბიუროს (ბიუროს სხდომაზე დამსწრე ბიუროს წევრთა უმრავლესობის) მოთხოვნის საფუძველზე.

3. პარლამენტი ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანგარიშის პლენარულ სხდომაზე განხილვის შემთხვევაში იღებს დადგენილებას.“.

მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეარჩილ თალაკვაძე

 

 

თბილისი,

14 ივლისი 2020 წ.

N6822-რს