დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს ბანკის“ 79,75% აქციონერის, სს „ბიჯეო ჯგუფის“ გადაწყვეტილება | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სს „ბიჯეო ჯგუფი“ |
| მიღების თარიღი | 10/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | განცხადება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
|
სს „საქართველოს ბანკის“ 79,75% აქციონერის,
სს „ბიჯეო ჯგუფის“ გადაწყვეტილება |
10 ივლისი, 2020 წელი
ორი ათას ოცი წლის ათ ივლისს, სს საქართველოს ბანკის (ს/კ: 20437869) (შემდგომში – „ბანკი“) აქციების 79,75%-ის მფლობელის, სს „ბიჯეო ჯგუფი“-ს (ს/კ №405103034, იურიდიული მისამართი ქ.თბილისი,გაგარინის 29ა) (შემდგომში – „აქციონერი“) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის მიერ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მოცემულ საკითხებზე: პრეამბულა: ვინაიდან: აქციონერი ფლობს ბანკის ჩვეულებრივი აქციების და შესაბამისად ხმების 75% ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ მოქმედი წესდების (შემდგომში – „წესდება“) 7.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების ტოლფასია და ითვლება საერთო კრების გადაწყვეტილებად; ვინაიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცხადდა, რომ კომერციული ბანკების მიმართ, კაპიტალის მოთხოვნების შემსუბუქება კოვიდ 19-ის პირობებში, ბანკებმა არ უნდა გამოიყენონ დივიდენდის, აქციების გამოსყიდვის, წილობრივი ინვესტიციების, მენეჯმენტის ბონუსების ზრდის ან სხვა ისეთი გადახდების განსახორციელებლად და ვინაიდან, წესდების თანახმად მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბანკის აქციონერთა კრება, აქციონერმა განიხილა შემდგომი დღის წესრიგი: დღის წესრიგი: 1. დირექტორატის ფინანსური აუდირებული ანგარიში ბანკის 2019 წლის საქმიანობის შესახებ; 2. მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ; და 3. მინორიტარი აქციონერებისათვის შეტყობინება. დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: I საკითხი – დირექტორატის ანგარიში ბანკის 2019 წლის საქმიანობის შესახებ;
II საკითხი – მოგების განაწილების (დივიდენდების გადახდის) შესახებ;
III საკითხი – მინორიტარი აქციონერებისათვის შეტყობინების შესახებ:
სს „ბიჯეო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები