ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ

ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 428
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 210020010.10.003.022143
428
10/07/2020
ვებგვერდი, 10/07/2020
210020010.10.003.022143
ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №428

2020 წლის 10 ივლისი 

 ქ. თბილისი

 

ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად განსაზღვრის შესახებ

მუხლი 1
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის 175 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:

1. ობიექტი მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად, თუ იგი აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

ა) ობიექტზე მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო 2013 წლის 1 იანვრამდე და ამასთანავე, აღნიშნული ნებართვის საფუძველზე ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები, თუმცა ობიექტი არ არის დასრულებული;

ბ) მაღალი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებულია გადაწყვეტილება ობიექტის დაუმთავრებელ მშენებლობად მიჩნევის შესახებ და ამასთანავე, ამ ობიექტზე დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა/განაშენიანების დეტალური გეგმა.

2. ამ დადგენილების მიზნებისათვის, დასრულებულად მიიჩნევა ის ობიექტი, რომლის ძირითადი კონსტრუქციული სისტემისა და ექსტერიერის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, გარდა მოსაპირკეთებელი და კეთილმოწყობის სამუშაოებისა.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია