„იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ

„იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 431
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 10/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 140120000.10.003.022146
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
431
10/07/2020
ვებგვერდი, 13/07/2020
140120000.10.003.022146
„იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/07/2020 - 21/08/2020)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №431

2020 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

„იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ

მუხლი 1
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 291 მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესი“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია



 

 

იარაღის შესახებდალიცენზიებისა და ნებართვების შესახებსაქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ

 


მუხლი 1. ეს წესი არეგულირებს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და  „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ რეკომენდაციის გაცემის, აგრეთვე გადაწყვეტილების მიღების პროცედურებს, კომისიისათვის წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს, ასევე განსაზღვრავს რეკომენდაციის გაცემისა და გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელ კრიტერიუმებს.

მუხლი 2

1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული კომისიის რეკომენდაციის მისაღებად, ლიცენზიის მაძიებელი კომისიას წარუდგენს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას და ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.

2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული  კომისიის რეკომენდაციის მისაღებად, ლიცენზიის მაძიებელი კომისიას წარუდგენს  „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას და ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.

3. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული  კომისიის რეკომენდაციის მისაღებად, ნებართვის მაძიებელი კომისიას წარუდგენს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.

4. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციის მიღების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ან მისი უფლებამონაცვლე კომისიას წარუდგენს ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.

5. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელი კომისიას წარუდგენს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ – „ვ“ ქვეპუნქტებითა და ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.

6. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 93 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლიცენზიის მაძიებელი კომისიას წარუდგენს ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.

7. ლიცენზიის ან/და ნებართვის მაძიებელი ვალდებულია, კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კომისიას დამატებით წარუდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

მუხლი 3. კომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის, აგრეთვე გადაწყვეტილების   მიღების პროცედურები (მათ შორის: რეკომენდაციის გაცემისა და გადაწყვეტილების მიღების ვადები), ასევე რეკომენდაციის მოქმედების ვადა განისაზღვრება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 4. რეკომენდაციის გაცემისას, აგრეთვე რეკომენდაციის გაცემაზე უარის თქმის, მისი შეჩერების ანდა გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ვრცელდება „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმები.

მუხლი 5. უწყებათაშორისი კოორდინაცია ხორციელდება „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლით დადგენილი წესით.