დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 432 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 10/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.022147 |
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017666) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 61 მუხლის სათაური და ამავე მუხლის პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 61. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ხე-ტყის ნარჩენის ტრანსპორტირებაზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა 1. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ხე-ტყის ნარჩენის ტრანსპორტირებაზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) მოითხოვოს ხე-ტყის ნარჩენის (მათ შორის, ადგილზე დაქუცმაცებული ნარჩენის) გამოტანის უფლებისა და საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (შესაბამისი სანებართვო დოკუმენტი, გადახდის ქვითარი), ასევე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში დასაფიქსირებელი შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, მონაცემები სატრანსპორტო საშუალებისა და გადამზიდავი პირის შესახებ); ბ) შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული ხე-ტყის ნარჩენის მოცულობა; გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ: გ.ა) არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი; გ.ბ) ხე-ტყის ნარჩენის დატვირთვის ან დამზადების ფაქტობრივი ადგილი არ შეესაბამება სანებართვო დოკუმენტებს. 2. ხე-ტყის ნარჩენის გამოტანაზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხდება ნარჩენის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვის შემდგომ, დატვირთვის ადგილიდან ტრანსპორტირების დაწყებამდე. ამასთან, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას: ა) დოკუმენტის ყველა რეკვიზიტი ივსება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ; ბ) მე-3 რეკვიზიტის პირველ გრაფაში − „ხე-ტყის ჯიში“ უნდა მიეთითოს − „ხე-ტყის ნარჩენი“, ხოლო მეორე გრაფაში − „ხე-ტყის მოცულობა“ უნდა მიეთითოს სატრანსპორტო საშუალებაზე განთავსებული ხე-ტყის ნარჩენის (მათ შორის, დაქუცმაცებულ მდგომარეობაში) მოცულობა; მე-4 რეკვიზიტი არ ივსება და ყველა გრაფა გადაიხაზება Z-ით; გ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის რეკვიზიტებში ასახული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს, გარდა მე-7 რეკვიზიტში − „დანიშნულების ადგილი“ მისათითებელი ინფორმაციისა, რომლის შევსებაც ხორციელდება დაინტერესებული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 3. დაუქუცმაცებელი ხე-ტყის ნარჩენის გამოტანისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის შემთხვევაში ნარჩენის მოცულობის განსაზღვრისას დგინდება სატრანსპორტო საშუალების ძარის მოცულობა მ3-ში. ფოთლოვანი სახეობის ხის ნარჩენი დაანგარიშდება 0,20 კოეფიციენტზე ნამრავლით, შერეული (წიწვოვან-ფოთლოვანი) სახეობის შემთხვევაში – 0,25 კოეფიციენტით, ხოლო წიწვოვანი სახეობის შემთხვევაში – 0,30 კოეფიციენტით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები