„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 18529
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 07/07/2020
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016571
18529
07/07/2020
ვებგვერდი, 14/07/2020
000000000.00.00.016571
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 
შემოსავლეის სამსახურის უფროსის 

ბრძანება №18529

2020 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 27-ე და 28-ე პუნქტები:

„27. სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან აქციზური მარკით ნიშანდებას დაქვემდებარებულ შემოსატან აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების შეძენისას, თუ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იქნება:

ა) აქციზის ოდენობის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება), აქციზის თანხის გპაბ-ზე დარიცხვის სავადო თარიღი განისაზღვრება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის დანართ №IV-041-ის შესაბამისად შედგენილი „აქციზური მარკების მიღება-ჩაბარებისა და გამოანგარიშებული აქციზის ოდენობის თანხის გადახდის შესახებ“ აქტის შედგენის თარიღით, ხოლო გპაბ-ზე აქციზის თანხა აისახება ამავე აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) აქციზის ოდენობის თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, აქციზის თანხის გპაბ-ზე დარიცხვის სავადო თარიღი განისაზღვრება „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზით დაბეგვრის ობიექტის, აქციზის გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის №184 დადგენილებით დამტკიცებული „სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირისათვის აქციზით დაბეგვრის ობიექტის, აქციზის გადასახადის გამოანგარიშების, დეკლარირებისა და გადახდის წესების“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული აქციზის გადახდის შესაბამისი თარიღით;

გ) „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციის დანართ №IV-061-ის შესაბამისად შედგენილი „გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნებისა და დარიცხული აქციზის თანხის შემცირების შესახებ“ აქტი, აქციზის თანხის შემცირების სავადო თარიღი განისაზღვრება ამავე აქტის შედგენის თარიღით, ხოლო გპაბ-ზე აისახება აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა.

28. ამ მუხლის 27-ე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ აქციზის თანხის სრულად ან ნაწილობრივ გადახდის შესახებ განცხადების საგადასახადო ორგანოში საბანკო გარანტიით განსაზღვრულ თარიღამდე წარდგენისას,  აქციზის თანხის გპაბ-ზე დარიცხვის სავადო თარიღი განისაზღვრება განცხადების წარდგენის თარიღით, ხოლო გპაბ-ზე აქციზის თანხა აისახება განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის  უფროსი ლევან კაკავა