„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 63
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 15/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/07/2020
ძალაში შესვლის თარიღი 10/07/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 04/10/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.016805
63
15/07/2020
ვებგვერდი, 16/07/2020
040030000.22.026.016805
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება  №63

2020 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი მაისის №40 ბრძანებით (ვებგვერდი, 04/05/2020; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.016782) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,, ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,) უტილიზაციის და სპეცმომსახურების დეპარტამენტი;.

2.  მე-16 მუხლის ,, და ,, ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 17. უტილიზაციისა და სპეცმომსახურების დეპარტამენტი

უტილიზაციისა და სპეცმომსახურების დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სახის ნაღმებსა და ფეთქებად საბრძოლო ნარჩენებზე ჩატარებული სამუშაოების კოორდინაცია;

ბ) ნაღმებისა და ფეთქებადი საბრძოლო ნარჩენებისგან გასუფთავებული ტერიტორიების ინსპექტირება და მისი შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის დადგენილი წესით მიღება-გადაცემა;

გ) ომის ფეთქებადი ნარჩენებითა და ნაღმებით დაბინძურებული ტერიტორიების ტექნიკური გამოკვლევისა და შეფასების მართვა და კოორდინაცია;

დ) ჰუმანიტარული განაღმვითი საქმიანობის ხარისხის მართვა, რაც მოიცავს: სამუშაოს მიმდინარეობის ხარისხის დამოწმებას (QA), ხარისხის კონტროლს (QC);

ე) საქართველოს ტერიტორიაზე ჰუმანიტარულ განაღმვითი საქმიანობის ინფორმაციის მართვის სისტემის იმპლემენტაცია, რაც გულისხმობს „ინფორმაციის მართვის სისტემის განაღმვითი სამუშაოებისთვის“ ანუ IMSMA-ს მუშაობის უზრუნველყოფას (შემდგომში – IMSMA);

ვ) არსებული ჩამოწერილი, ვადაგასული და ზენორმატიული შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების, ასევე აუფეთქებელი საბრძოლო მასალების დემილიტარიზაცია და უტილიზაცია;

ზ) შესაბამისი მიმართულების პროექტების მართვა, მუშაობის ორგანიზება,  მონიტორინგი და კოორდინაცია;

თ) უტილიზაციის სამუშაოების დაგეგმვა, უზრუნველყოფა, განხორციელება. უტილიზაციის შედეგად მიღებული ფეთქებადი ნივთიერებების, დენთების და პირონარევების  გადამუშავება/განადგურება;

ი) სადემილიტარიზაციო სამუშაობის დაგეგმვა, ჩატარება;

კ) შრომის დაცვის და უსაფრთხოების ტექნიკის წესების მოთხოვნების დაცვა;

ლ) აკრედიტაცია/სერტიფიცირების გაცემა კომპეტენციის ფარგლებში;

მ) ფეთქებადი ნივთიერებებისა და დენთის სინთეზი და ანალიზი;

ნ) საბრძოლო მასალებში არსებული ფეთქებადი ნივთიერებების ვარგისიანობის დადგენა, შეფასება;

ო) სპეცმომსახურების გაწევა კომპეტენციის ფარგლებში;

პ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება.“.

4. 182 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 - 3 ქვეპუნქტები:

„გ1) დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისად პროდუქციის დაპროექტების, წარმოების, რემონტის და მოდერნიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრში ხარისხის სისტემის დანერგვის,  სრულყოფის და ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

2) სტანდარტებთან, ტექნიკურ პირობებთან, საპროექტო-საკონსტრუქტორო დოკუმენტაციასთან, დამტკიცებულ ნიმუშებთან (ეტალონებთან) და ხელშეკრულებებთან შეუსაბამობების გამორიცხვის მიზნით, ცენტრში დამზადებული, გარემონტებული და მოდერნიზირებული პროდუქციის ხარისხის კონტროლის უზრუნველყოფა;

3) ცენტრში მოქმედი ხარისხის სისტემის, პროდუქციის წარმოების, რემონტის და მოდერნიზაციის სერტიფიკაციასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება;“.

5. დებულების 22- მუხლის ,, - ,, ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 10 ივლისიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი