„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბერის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბერის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 60
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 10/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016802
60
10/07/2020
ვებგვერდი, 14/07/2020
120010000.22.026.016802
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბერის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №60

2020 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბერის №42 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 11 დეკემბერის №42 ბრძანებით  (ვებგვერდი, 12/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016733) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოპერატიული მთავარი სამმართველო შედგება შემდეგი ერთეულებისაგან:

ა)  I სამმართველო:

ა.ა) ოპერატიული აღრიცხვის განყოფილება;

ბ) II განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო:

ბ.ა) აღმოსავლეთის მიმართულების ოპერატიული განყოფილება;

ბ.ბ) დასავლეთის მიმართულების ოპერატიული განყოფილება;

ბ.გ) თბილისის, მცხეთა-მთიანეთის მიმართულების ოპერატიული განყოფილება.“;

 

ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ანალიტიკური სამმართველო;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი