დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 09/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010100000.17.010.016083 |
|
„ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 თებერვლის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 თებერვლის №1 დადგენილებაში (სარეგისტრაციო კოდი: 010100000.17.010.016079, გამოქვეყნების თარიღი 02.03.2020) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2020 წლის პირველი სექტემბრიდან.“; 2. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 თებერვლის №1 დადგენილებით დამტკიცებული ,,ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულების“ მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. გარდამავალი დებულებები ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან კომისიას მიაწოდონ ინფორმაცია არაუგვიანეს 2020 წლის პირველ სექტემბრამდე საქართველოს კანონის „ბავშვთა უფლებების კოდექსი“ 66-ე მუხლის მე-9 პუნქტითა და ამ დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები