„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 423
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 300390000.10.003.022138
423
09/07/2020
ვებგვერდი, 10/07/2020
300390000.10.003.022138
„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №423

2020 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

„სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/06/2014, 300390000.10.003.017992) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) ექსპორტის ნებართვის მაძიებელი ქვეყნის სახელმწიფო ორგანო, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ესაჭიროება მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით და მასზე საკუთრების უფლება მოიპოვა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის განკარგვის მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია