„სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის განხორციელებისას მინიმალური სადაზღვევო ტარიფის სიდიდის და სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“

  • Word
„სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის განხორციელებისას მინიმალური სადაზღვევო ტარიფის სიდიდის და სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 17
დოკუმენტის მიმღები დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 17/05/1999
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25(32), 28/05/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 04/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.563
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
17
17/05/1999
სსმ, 25(32), 28/05/1999
090.013.003.563
„სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის განხორციელებისას მინიმალური სადაზღვევო ტარიფის სიდიდის და სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/05/1999 - 04/08/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.563

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის უფროსის

ბრძანება 17

1999 წლის 17 მაისი

 ქ. თბილისი

სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის განხორციელებისას მინიმალური სადაზღვევო ტარიფის სიდიდის და სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე

"სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ" საქართველოს 1999 წლის 3 თებერვლის კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შესრულების, სავალდებულო ხანძარსაწინააღიდეგო დაზღვევის სფეროში სადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობის შემდგომი გარანტიების შექმნის მიზნით ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს "სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის განხორციელებისას მინიმალური სადაზღვევო ტარიფის სიდიდის და სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურის განსაზღვრის წესი" (თან ერთვის).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გმოქვეყნებისთანავე.

 ა. ცერცვაძე

სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის განხორციელებისას მინიმალური სადაზღვევო ტარიფის სიდიდის და სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურის განსაზღვრის წესი

    მუხლი 1

"სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის განხორციელებისას მინიმალური სადაზღვევო ტარიფის სიდიდის და სადაზღვევო ტარიფის სტრუქტურის განსაზღვრის წესი" (შემდგომში - წესი) მომზადებულია "სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს სადაზღვევო ტარიფის შემადგენლობასა და სტრუქტურას მზღვევლის მიერ სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის სახეობის განხორციელებისას.

    მუხლი 2

     1. სადაზღვევო შესატანის ოდენობა განისაზღვოება სადაზღვევო ტარიფის მიხედვით, რომელიც სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის განხორციელებისას არ უნდა იყოს სადაზღვევო თანხის 0,4%-ზე ნაკლები.

     2. სადაზღვევო ტარიფი შედგება ნეტო-ნაწილის (რისკობრიობის პრემია), ადმინისტრაციული და აკვიზიციური ხარჯების, გამაფრთხილებელი ღონისძიებების ფონდის და სავალდებულო დაზღვევის ფონდისათვის კუთვნილი პრემიის ნაწილისაგან.

3. სადაზღვევო ტარიფის ნეტო-ნაწილით განისაზღვრება სადაზღვევო პრემიის ნაწილი, რომელიც გამოიყენება სადაზღვევო ხელშეკრულებების საფუძველზე აღებული სადაზღვევო ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად (გამოითვლება მათემატიკური ალბათობით დაზღვევის სახეობაში სადაზღვევო რისკის შეფასების მეშვეობით).

    მუხლი 3.

1. სადაზღვევო ტარიფის ნეტო-ნაწილი (Tn) მზღვეველის მიერ სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის სახეობის განხორციელებისას სავალდებულო ნაწილში არ შეიძლება იყოს სადაზღვევო ტარიფის 65%-ზე ნაკლები.

2. სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის სახეობაში სადაზღვევო რისკის სრული გადაზღვევისას მზღვეველის მიერ სადაზღვევო ტარიფის ნეტო-ნაწილი არ განისაზღვრება.

3. სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის სახეობაში რისკის ნაწილობრივი გადაზღვევის არსებობის შემთხვევაში, სადაზღვევო ტარიფის ნეტო-ნაწილი არ შეიძლება იყოს აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სადაზღვევო ტარიფის ნეტო-ნაწილიდან მზღვეველის მიერ დატოვებული სადაზღვევო რისკის პროპორციულ ოდენობაზე ნაკლები, ანუ

  Tn i Tn (1 - Q i ) სადაც,

Tn i - სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის სახეობაში i -ური გადაზღვევის სახეობის შემთხვევაში მზღვეველის სადაზღვევო ტარიფის ნეტო-ნაწილია;

Q i - სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის სახეობაში i -ური გადაზღვევის სახეობის არსებობის შემთხვევაში გადაზღვევის მაჩვენებელია;

    მუხლი 4

1. სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის სადაზღვევო ტარიფის ადმინისტრაციული და აკვიზიციური ხარჯების ნაწილის, ასევე გამაფრთხილებელ ღონისძიებათა ფონდის შექმნა განისაზღვრება მზღვეველის მიერ საკუთარი შეხედულებისამებრ.

2. სადაზღვევო ტარიფის ადმინისტრაციული და აკვიზიციური ხარჯების ნაწილის, ასევე გამაფრთხილებელ ღონისძიებათა ფონდის ფორმირება ხორციელდება აღნიშნული წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების სრული დაცვით.

3. სავალდებულო დაზღვევის ფონდისათვის კუთვნილი პრემიის ნაწილის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება "სავალდებულო ხანძარსაწინააღმდეგო დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 5

გამაფრთხილებელი ღონისძიებების ფონდის შექმნა ხდება მზღვეველის მიერ დამოუკიდებლად, მაგრამ მისი სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს დაზღვევის ამ სახეობაში მოზიდული სრული სადაზღვევო პრემიის 5%-ს.