„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 422
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 09/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.022137
422
09/07/2020
ვებგვერდი, 10/07/2020
010240030.10.003.022137
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №422

2020 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2018; 010240030.10.003.020896) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

15. რეფორმების კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი:

ა) ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესს და მხარს უჭერს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ ტრანსფორმაციის ვალდებულებების შესასრულებლად შესაბამისი ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას;

ბ) მხარს უჭერს თავდაცვის ეროვნული და უწყებრივი დონის გეგმების განხორციელებას, ახდენს შესაბამისი რეფორმების კოორდინაციას, მონიტორინგსა და ანგარიშგებას;

გ) ხელს უწყობს  სამინისტროს რისკების მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, განვითარებასა და დანერგვას;

დ) სამინისტროში გადაწყვეტილების მიღების პროცესების ხელშეწყობის მიზნით, კოორდინაციას უწევს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფების, მართვის ჯგუფისა და გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს ეფექტიან მუშაობას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამთავრობო დონეზე და უწყებათაშორის ფორმატში სამინისტროს მიერ აღებული ვალდებულებების შემუშავების კოორდინაციას, აღსრულების მონიტორინგსა და ანგარიშგებას;

ვ) ახორციელებს თავდაცვის ეროვნული და უწყებრივი დონის გეგმებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგების ანალიზს; კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წარუდგენს ხელმძღვანელობას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე საუკეთესო პრაქტიკის კვლევას/ანალიზს; ხელს უწყობს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და დანერგვას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-5 დღეს.

პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია