„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 01-78/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 09/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2020
ძალის დაკარგვის თარიღი 12/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.035.016775
01-78/ნ
09/07/2020
ვებგვერდი, 09/07/2020
010170000.22.035.016775
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება  №01-78/ნ

2020 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 


მუხლი 1
„დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს 320 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 15/08/2013; 010170000.22.029.016059) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. დამტკიცდეს „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმა“ – დანართი 9 და „აღწერის ფორმა“ – დანართი №11.“.

2. ბრძანებას პირველი მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 მუხლი:

,,მუხლი 11.

საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების დაფინანსების შემთხვევაში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტები განხორციელდეს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ ბრძანებით დადგენილი პროცედურები და კრიტერიუმები.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული  1 დანართის (დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესი):

ა)  მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველო ახდენს ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გადაცემული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციისა და გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის მიხედვით მინიჭებული ქულების გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და „გრძელვადიანი/დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მონიტორინგის ფორმის“ (დანართი 9) (შემდგომ  მონიტორინგის ფორმა) შედგენას, რომელსაც ხელს აწერენ მოცემული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელ(ებ)ი და დევნილი ოჯახის სრულწლოვანი წევრები. იმ შემთხვევაში, თუ კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული სამმართველოს მიერ გადამოწმების საფუძველზე აღმოჩნდა, რომ შევსებულ კითხვარში წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის არსებითად მცდარი ან/და დევნილი ოჯახის მიერ მონიტორინგის დროს წარდგენილი იქნა დოკუმენტაცია, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მინიჭებულ ქულებზე, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია წარედგინება კომისიას, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“;

ბ)  მე-7 მუხლის:

ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. დროებითი განსახლების მიზნით, დეპარტამენტი განიხილავს და დაამუშავებს განცხადებასა და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას. დეპარტამენტის მიერ განცხადების დამუშავება გულისხმობს განცხადებისა და მასზე თანდართული დოკუმენტაციის გადამოწმებას, დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებისა და საჭიროებების ადგილზე შესწავლასა და ამ ბრძანებით დამტკიცებული მონიტორინგის ფორმის შედგენას.“;

ბ.ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,7. იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-6 პუნქტში მოცემულ ერთ-ერთ კრიტერიუმს მაინც, მაგრამ ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შევსებული მონიტორინგის ფორმიდან იკვეთება, რომ დევნილი ოჯახი არ საჭიროებს გადაუდებელ დროებით განსახლებას, კომისია უფლებამოსილია განუხილველად დატოვოს კონკრეტული განცხადება.“;

4. ბრძანებით დამტკიცებული:

ა) 9 დანართი (გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზუნველყოფის მონიტორინგის ფორმა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) 10 დანართი (დროებითი განსახლების მონიტორინგის ფორმა) ამოღებულ იქნეს;

გ) 11 დანართი (აღწერის ფორმა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე