„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 417
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.022132
417
08/07/2020
ვებგვერდი, 08/07/2020
470000000.10.003.022132
„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №417

2020 წლის 8 ივლისი

ქ. თბილისი

 

„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2019, 470000000.10.003.021688) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების  №20 დანართის (ახალი კორონავირუსული დაავადების COVID 19-ის მართვა):

1. მე-3 მუხლის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.დ“ ქვეპუნქტი:

„ბ.დ) დიაგნოსტიკის უზრუნველყოფას ამბულატორიულად, მათ შორის:

ბ.დ.ა) ამბულატორიულ ვიზიტს ექიმთან, შესაბამისი ბიოლოგიური მასალის აღებას (საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის/ლაბორატორიის მიერ გადაცემული სახარჯი მასალის გამოყენებით), შენახვასა და ტრანსპორტირებას;

ბ.დ.ბ) ამბულატორიულ ვიზიტს ექიმთან, COVID-19-ის დასადგენად ტესტირების ჩატარებას სწრაფი/მარტივი მეთოდით (საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს ადმინისტრაციის მიერ გადაცემული ტესტსისტემების გამოყენებით);“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:

„ე1) ფარმაცევტული პროდუქტის (მათ შორის, სოლიდარობის კვლევის ფარგლებში მიღებული) ლოჯისტიკას,  რომელიც მოიცავს:

1.ა) COVID-19-ის სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის მიღების, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გაფორმების, ტრანსპორტირების, შენახვისა და გაცემის უზრუნველყოფას;

1.ბ) COVID-19-ის სამკურნალო ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდების უზრუნველყოფას ქ. თბილისში, რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში;“;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით, ცენტრის მიერ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სულ − 56 ერთეული) შრომის ანაზღაურებას 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;“.

2. მე-4 მუხლის:

ა) „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.დ“ ქვეპუნქტი:

„გ.დ) „ბ.დ“ ქვეპუნქტის:

გ.დ.ა) „ბ.დ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება არაუმეტეს 30 ლარისა, სახარჯი მასალის ღირებულების გათვალისწინებით, ხოლო სახარჯი მასალის ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 25 ლარისა;

გ.დ.ბ) „ბ.დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება, ტესტსისტემების ღირებულების გათვალისწინებით, არაუმეტეს 40 ლარისა, ხოლო ტესტსისტემების ღირებულების გარეშე − არაუმეტეს 23 ლარისა;“;

ბ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“  და „ი“ ქვეპუნქტები:

„თ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის შესყიდვა – გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით, აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ განსაზღვრული გაერთიანებული საერთაშორისო შესყიდვის აგენტებისა და მექანიზმების მეშვეობით. ჯინექსპერტ აპარატებზე ინფექციების სადიაგნოსტიკო კარტრიჯების ან აპარატების ფუნქციონირებისთვის საჭირო მასალისა და საგარანტიო მომსახურების მწარმოებელი კომპანიისგან შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია, მიმწოდებელი გათავისუფლდეს ხელშეკრულების უზრუნველყოფისა და წინასწარი ანგარიშსწორებით საბანკო ან/და სხვა სახის გარანტიის მოთხოვნისაგან;

ი) „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქტის სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადაცემისა და განაწილების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

3. მე-5 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „41“ პუნქტი:

41. პროგრამის მე-3 მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ხორციელდება სააგენტოს მიერ.“;

ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პროგრამის მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების/საქონლის შესყიდვა ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის ან/და 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, მათ შორის, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ განსაზღვრული გაერთიანებული საერთაშორისო შესყიდვის აგენტებისა და მექანიზმების (მათ შორის, შესყიდვის ელექტრონული პლატფორმა) მეშვეობით, მათ მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად, ასევე ჯინექსპერტ აპარატებზე და ინფექციების სადიაგნოსტიკო კარტრიჯების ან აპარატების ფუნქციონირებისთვის საჭირო მასალისა და საგარანტიო მომსახურების შესყიდვა უშუალოდ მწარმოებელი კომპანიისგან და „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულების მე-4 და მე-6 პუნქტების შესაბამისად.“.

4. მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი განისაზღვრება მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამასთან, მე-3 მუხლის „ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია:

გ.ა) „სეზონური გრიპისა და COVID-19-ის შემთხვევათა იდენტიფიცირებისა და სწორი მართვის/რეფერალის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 4 აპრილის №01-150/ო ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულებები;

გ.ბ) „იზოლაციისა და კარანტინის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების №1 და №2 დანართებით განსაზღვრული დაწესებულებები;“.

5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „გ“, „დ“, „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების განმახორციელებელია სააგენტო.“.

6. მე-8 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროგრამის მე-3 მუხლის „ა“, „გ“, „დ“, „ე“ და „ე1“ ქვეპუნქტების ბიუჯეტი განისაზღვრება 38,854.0 ათასი ლარით (ანაზღაურდება პროგრამული კოდის: 27 03 03 11 02 ფარგლებში);“.

7. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სერვისის მიწოდების კოორდინაციას უზრუნველყოფს ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი და შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. განმახორციელებელი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად, დადგენილი წესით. ამასთან, ამ მუხლის მე-2 პუნქტის ფარგლებში, გარდა მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა,  ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი. ხოლო მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში ვადაგადაცილებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ პროგრამით განსაზღვრული პირობებით გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 4 საანგარიშგებო თვეზე მეტი.“;

გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების დიაგნოსტირება COVID-19-ის დადგენის მიზნით „იზოლაციისა და კარანტინის  წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების დანართ №2-ით განსაზღვრულ შერჩეულ დაწესებულებებში განხორციელდება „საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლისა და კარანტინის წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინიტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 ივნისის №1-1/208 – №01-55/ნ – №127 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება, გარდა დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებისა და მე-7 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები, მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები, მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 15 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე, ხოლო მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 12 მარტიდან.

 


პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია