სს „ალიონის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

სს „ალიონის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „ალიონი“
მიღების თარიღი 08/07/2020
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2020
სარეგისტრაციო კოდი
0
08/07/2020
ვებგვერდი, 09/07/2020
სს „ალიონის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
სს „ალიონი“
 
განცხადება
სს „ალიონის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაზე

 

მ ო ს ა წ ვ ე ვ ი

გაცნობებთ, რომ 2020 წლის 7 აგვისტოს 12:00 საათზე მისამართზე: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზ. 2/9 -ში გაიმართება სს „ალიონის“ (ს/კ 200009301, შემდგომში „საზოგადოება“) აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.

 

აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგია:

1. საზოგადოების წესდების ახალი რედაქციის მიღება;

2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის ცვლილება.

2020 წლის 3 ივლისს ჩატარებულ სხდომაზე სამეთვალყურეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სააღრიცხვო დღედ განისაზღვრა 2020 წლის 7 ივლისი.

სამეთვალურეო საბჭო და დირექტორი რეკომენდაციას გიწევთ, მონაწილეობა მიიღოთ საერთო კრებაში და მხარი დაუჭიროთ განსახილველი საკითხების დადებითად გადაწყვეტას.

აქციონერებს შეუძლიათ შეამოწმონ საერთო კრებაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლება ფასიანი ქალაღდების დამოუკიდებელ რეგისტრატორთან სს „საქართველოს რეგისტრატორთან“ (სკ 205156374) კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 74ა, შესასვლელი მოსაშვილის ქ. №11-დან, სართული მე-7.

აქციონერებს ასევე შეუძლიათ გაეცნონ შემოთავაზებული წესდების ახალი რედაქციის პროექტს შემდეგ მისამართზე – ქ. თბილისი, გიორგი წმინდას დასახლება, ნ. ესებუას №2. ტელ: 558 33 04 35

კრებაზე დასწრებისა და მონაწილეობის უფლების შესამოწმებლად, ასევე წესდების ახალი რედაქციის პროექტის და რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, თან იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი).

 

პატივისცემით,

 

სს „ალიონის“ დირექტორი                                                              გურამ აგაჯანოვი