დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 21 მარტის N54/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 78/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2020 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 10/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017940 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 21 მარტის N54/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 25/03/2019; სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017679) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების:
ა) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი: „ი) სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება.“; ბ) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო.“; გ) მე-11 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი: „მუხლი 111 1. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის განსაზღვრა; |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 10 ივლისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები