„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 573
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 09/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 010220030.22.027.017067
573
09/07/2020
ვებგვერდი, 09/07/2020
010220030.22.027.017067
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №573

2020 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 30 ივნისის №560 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 30.06.2020, სარეგისტრაციო კოდი: 010220030.22.027.017055) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უზრუნველყოფს უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაციას და ხელს უწყობს დიალოგს საქართველოს მთავრობასა და არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის. ამ მიზნით, კომისია თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღებ პოლიტიკურ პარტიებთან, აგრეთვე, საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან/საარჩევნო ბლოკებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დამკვირვებლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;“.

2.  მე-3 მუხლის მე-5 და მე მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კომისია თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღებ პოლიტიკურ პარტიებთან, აგრეთვე, საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან და საარჩევნო ბლოკებთან. კომისიის საქმიანობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები პოლიტიკური პარტიები, აგრეთვე, ერთჯერადად სხვა პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლები, რომლებიც კომისიას აწვდიან საჯარო მოსამსახურეების მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ინფორმაციას იმ სხდომაზე, რომელზედაც შესაბამისი საკითხი განიხილება.

6. კომისიის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები პოლიტიკური გაერთიანებების, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების, ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების, აგრეთვე, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სხვა დაინტერესებული პირებისა და საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტების თითო წარმომადგენელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი