დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/11/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.137.016495 |
|
„ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი დეკემბრის №66 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის პირველი დეკემბრის №66 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/12/2015 წ., 010250050.35.137.016217) კერძოდ:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 31 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 401 , 513, 55-ე 552, 964, 149-ე, 150-ე, 1534, 159-ე, 1591 მუხლებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება, ასევე საქართველოს კანონის „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ 123-ე დან 129-ე მუხლებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასთან მიმართებით, ხოლო სამშენებლო სამართალდარღვევისას, საქართველოს კანონის „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“ მე-15 თავში მოცემული სანქციებით სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის საკითხებში. ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის 31 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის: 1191, 1461, 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები, 151-ე მუხლი, ასევე საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მე-3 რანგის, მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებში.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები