დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 75 |
| დოკუმენტის მიმღები | ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.105.016018 |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში გეოგრაფიული ობიექტის სახელდების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დავით გახარიას ინიციატივის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდება განისაზღვროს შემდეგნაირად: ა) ქ. ზუგდიდის უსახელო ქუჩა და ამ ქუჩის I, II, III და IV ჩიხი, რომლის სათავედ განისაზღვროს მიხეილ ხერგიანისა და ეგნატე ფიფიას ქუჩის გადაკვეთა გაგრძელდეს სოხუმის ქუჩის გადაკვეთამდე და ეწოდოს დიმიტრი ყიფიანის სახელი. (ორთოფოტო დანართი №1-ის შესაბამისად). ბ) ქ. ზუგდიდის უსახელო ქუჩა, რომლის სათავედ განისაზღვროს სოხუმის ქუჩის VI შესახვევის გადაკვეთა გაგრძელდეს სოხუმის ქუჩის მიმართულებით და ეწოდოს აკაკი ხოშტარიას სახელი.(ორთოფოტო დანართი №2-ის შესაბამისად). გ) ქ. ზუგდიდის უსახელო ქუჩა და ამ ქუჩის I ჩიხი, რომლის სათავედ განისაზღვროს ილია ვეკუას ქუჩის გადაკვეთა გაგრძელდეს სლავა მეტრეველის ქუჩის მიმართულებით და ეწოდოს ალექსანდრე ჩიქავას სახელი. (ორთოფოტო დანართი №3-ის შესაბამისად). დ) ქ. ზუგდიდის უსახელო ქუჩა, რომლის სათავედ განისაზღვროს თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთა გაგრძელდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ინგირის მიმართულებით და ეწოდოს მარო მაყაშვილის სახელი. (ორთოფოტო დანართი №4-ის შესაბამისად). ე) ქ. ზუგდიდის ქუჩა და ამ ქუჩის I ჩიხი, რომლის სათავედ განისაზღვროს სოხუმის ქუჩის გადაკვეთა გაგრძელდეს სოხუმის ქუჩის III შესახვევის მიმართულებით და ეწოდოს აბესალომ ტუღუშის სახელი. (ორთოფოტო დანართი №5-ის შესაბამისად). ვ) ქ. ზუგდიდის ქუჩა, რომლის სათავედ განისაზღვროს სოხუმის ქუჩის გადაკვეთა გაგრძელდეს პიერ კობახიძის ქუჩის II შესახვევის მიმართულებით და ეწოდოს ლიდია პაპასქირის სახელი. (ორთოფოტო დანართი №6-ის შესაბამისად). ზ) ქ. ზუგდიდის ქუჩა და ამ ქუჩის I შესახვევი და I ჩიხი, რომლის სათავედ განისაზღვროს სოხუმის ქუჩის გადაკვეთა გაგრძელდეს სოხუმის ქუჩის III შესახვევის მიმართულებით და ეწოდოს გივი ხოჭოლავას სახელი. (ორთოფოტო დანართი №7-ის შესაბამისად). თ) ქ. ზუგდიდის ქუჩა (ყოფ. სოხუმის ქუჩის V შესახვევი), რომლის სათავედ განისაზღვროს სოხუმის ქუჩის გადაკვეთა გაგრძელდეს პიერ კობახიძის ქუჩის II შესახვევის მიმართულებით და ეწოდოს შოთა ნიშნიანიძის სახელი. (ორთოფოტო დანართი №8-ის შესაბამისად). ი) ქ. ზუგდიდის ქუჩა, რომლის სათავედ განისაზღვროს სოხუმის ქუჩის გადაკვეთა გაგრძელდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. რუხის მიმართულებით და ეწოდოს სპირიდონ ნორაკიძის სახელი. (ორთოფოტო დანართი №9-ის შესაბამისად). კ) ქ. ზუგდიდის სოხუმის ქუჩა და ამ ქუჩის I შესახვევი, I ჩიხი და II ჩიხი, რომლის სათავედ განისაზღვროს ქ. ზუგდიდის გია ჭანტურიას სახელობის მოედანი და ქუჩა გაგრძელდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. რუხამდე. (ორთოფოტო დანართი №10-ის შესაბამისად). ლ) ქ. ზუგდიდის ქუჩა და ამ ქუჩის ჩიხი, რომლის სათავედ განისაზღვროს ილია ვეკუას ქუჩის გადაკვეთა გაგრძელდეს სოხუმის ქუჩის VI შესახვევის მიმართულებით და ეწოდოს ინოლა გურგულიას სახელი. (ორთოფოტო დანართი №11-ის შესაბამისად). მ) ქ. ზუგდიდის ილია ვეკუას ქუჩის სათავედ განისაზღვროს სოხუმის ქუჩის გადაკვეთა და გაგრძელდეს თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთამდე. (ორთოფოტო დანართი №12-ის შესაბამისად). ნ) ქ. ზუგდიდის ონერი შენგელიას ქუჩა და ამ ქუჩის I ჩიხი (რომლის სათავედ განისაზღვროს პიერ კობახიძის ქუჩის გადაკვეთა) გაგრძელდეს ილია ვეკუას ქუჩის გადაკვეთამდე. (ორთოფოტო დანართი №13-ის შესაბამისად). ო) ქ. ზუგდიდის ტაშკენტის ქუჩა და ამ ქუჩის I შესახვევი (ქუჩის სათავედ განისაზღვროს ჟიული შარტავას ქუჩის გადაკვეთა) გაგრძელდეს ონერი შენგელიას ქუჩის გადაკვეთამდე, აგრეთვე მოცემული ქუჩის შესახვევი გაგრძელდეს ქ. ზუგდიდი, ილია ვეკუას ქუჩის გადაკვეთამდე. (ორთოფოტო დანართი №14-ის შესაბამისად). პ) ქ. ზუგდიდის თედო სახოკიას ქუჩა, თედო სახოკიას ქუჩის I და II შესახვევი, აგრეთვე ამავე ქუჩის I და II ჩიხი (ქუჩის სათავედ განისაზღვროს ჟიული შარტავას ქუჩის გადაკვეთა) გაგრძელდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალაბასთუმნამდე. (ორთოფოტო დანართი №15-ის შესაბამისად). ჟ) ქ. ზუგდიდის მექაღალდეთა ქუჩა და მექაღალდეთა ქუჩის I და II შესახვევი (ქუჩის სათავედ განისაზღვროს თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთა) გაგრძელდეს თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთამდე. (ორთოფოტო დანართი №16-ის შესაბამისად). რ) ქ. ზუგდიდის კონსტანტინე პერტაიას ქუჩის სათავედ განისაზღვროს თამარ მეფის ქუჩის გადაკვეთა და ქუჩა გაგრძელდეს თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთამდე, ხოლო მოცემული ქუჩის I შესახვევი გაგრძელდეს ჟიული შარტავას ქუჩის გადაკვეთამდე. (ორთოფოტო დანართი №17-ის შესაბამისად). 2. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას; 3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე. 4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მის. ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12).
საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები