ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში აფხაზეთის ქუჩის ჩიხის სახელდების თაობაზე

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში აფხაზეთის ქუჩის ჩიხის სახელდების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 74
დოკუმენტის მიმღები ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/07/2020
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.105.016017
74
03/07/2020
ვებგვერდი, 08/07/2020
000000000.00.105.016017
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში აფხაზეთის ქუჩის ჩიხის სახელდების თაობაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №74

2020 წლი 3 ივლისი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში აფხაზეთის ქუჩის ჩიხის სახელდების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის,  „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზაზა ანდრიაძის ინიციატივისა და გეოგრაფიული ობიექტების  სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2020 წლის 22 ივნისის №20 ოქმის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო განკარგულება:

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში აფხაზეთის ქუჩის ჩიხს ეწოდოს „აფხაზეთის ქუჩის I ჩიხი“.

2. მიღებული განკარგულების შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას;

3. განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, (მის. ქ. ზუგდიდი რ. ლაღიძის ქ. №12).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                                                                            მამუკა წოწერია