დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერედვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/07/2020 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.147.016241 |
|
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 დეკემბრის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 10 დეკემბრის №18 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12/12/2019; 010250020.35.147.016224) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებულ წესის 121 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 121. სოფელ საქაშეთის, სოფელ მეტეხის და სოფელ თელიანის დევნილთა დასახლებებში მცხოვრებ დევნილთა ოჯახების სამშენებლო მასალებით დახმარება“. ბ) დადგენილებით დამტკიცებულ წესის 121 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან დევნილ 21 (ოცდაერთი) ოჯახს გაეწიოს სამშენებლო მასალებით (იატაკის ლამინატი) დახმარება“. გ) დადგენილებით დამტკიცებულ წესის 121 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან დევნილ ოჯახებს, რომლებიც ჩასახლებულები არიან კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის 15 (თხუთმეტი) და სოფელ თელიანის 9 (ცხრა) ოჯახს გაეწიოს სამშენებლო მასალებით დახმარება“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები