დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 6885-რს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 15/07/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010340000.05.001.020038 |
|
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 2000 წელი, მუხ. 113) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. სამხედრო სასაფლაოს სახელმწიფო აღრიცხვა, რეგისტრაცია, დაცვა და კეთილმოწყობა 1. სამხედრო სასაფლაო ექვემდებარება სახელმწიფო აღრიცხვას. საქართველოს ტერიტორიაზე მას აღრიცხავენ მუნიციპალიტეტის ორგანოები, ხოლო უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე – საქართველოს წარმომადგენლობა. თითოეულ სამხედრო საფლავზე კეთდება მემორიალური დაფა და დგება პასპორტი. 2. საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო სასაფლაოს დაცვა და კეთილმოწყობა ეკისრებათ მუნიციპალიტეტებს ბუნებრივი ლანდშაფტის დაცვის ზონების გათვალისწინებით.“. 2. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, მათ საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემულ მიწებზე სამხედრო საფლავის აღმოჩენის შემთხვევაში აცნობონ მუნიციპალიტეტის ორგანოებს. ფიზიკური და იურიდიული პირები პასუხისმგებელი არიან აგრეთვე ამ მიწებზე არსებული სამხედრო საფლავის დაცვისთვის.“. 3. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო სასაფლაო დაზიანების შემთხვევაში უნდა აღადგინონ მუნიციპალიტეტის ორგანოებმა.“. 4. მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. საძიებო სამუშაოს ორგანიზება სამხედრო საფლავისა და დაღუპული მეომრის ნეშტის აღმოჩენის, დაღუპული მეომრის ან უგზო-უკვლოდ დაკარგულის ვინაობის დადგენის მიზნით წარმოებს საძიებო სამუშაოები. საძიებო სამუშაოები ტარდება სამთავრობო დაწესებულებებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების ხელმძღვანელობიდან უფლებამოსილი პირების მიერ სპეციალური პროგრამებით. მუხლი 8. საძიებო სამუშაოს წესი 1. საძიებო სამუშაოს წესი განისაზღვრება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებით. 2. საძიებო სამუშაოს დროს აღმოჩენილი დაღუპული მეომრის ნეშტი უნდა დაიკრძალოს ამ კანონის მე-11 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად. ადრე უცნობი სამხედრო საფლავის აღმოჩენისას დგინდება პირის ვინაობა, აგრეთვე ხდება საფლავის აღრიცხვა, რეგისტრაცია, დაცვა და კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტის ორგანოების მონაწილეობით.“. 5. მე-9 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მუნიციპალიტეტის ორგანოები.“; ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) იხილავს მოქალაქეების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და რელიგიური ორგანიზაციების წინადადებებს სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის საკითხებზე და იღებს ზომებს მათ განსახორციელებლად.“. 6. მე-10 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საძიებო და სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისას აღმოჩენილი დაღუპული მეომრის დაუმარხავი ნეშტის დაკრძალვას უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის ორგანოები. საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი უცხო ქვეყნის არმიის მეომრის ნეშტი უნდა დაიკრძალოს ამ ქვეყნის წარმომადგენლობის ინფორმირებით და მისი მონაწილეობით. 3. სამშობლოს დაცვისას დაღუპული მეომრის ნეშტის გადასვენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებენ მუნიციპალიტეტის ორგანოები.“. 7. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომარი უნდა დაიკრძალოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით. დაკრძალვის თანხა უნდა შეადგენდეს: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – 350 ლარს, თვითმმართველ ქალაქებში – 300 ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტებში – 250 ლარს.“. 8. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის ღონისძიებების დაფინანსება და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა სამშობლოს დამცველთა გმირობასთან დაკავშირებული ცალკეული ტერიტორიების, ადგილებისა და მემორიალური ობიექტების კეთილმოწყობის ხარჯებს გაიღებენ მუნიციპალიტეტის ორგანოები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირები ნებაყოფლობითი შენატანებითა და შემოწირულებებით.“. 9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 131 მუხლი: „მუხლი 131. მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებები 1. ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრული უფლებამოსილებები არის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებები. 2. ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის განსაზღვრული დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, აუცილებელი ფინანსური რესურსების ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით. 3. ამ კანონით მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე სახელმწიფო დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 15 ივლისი 2020 წ. N6885-რს |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები